საზოგადოება "ჩემ ირგვლივ ყველას ვირუსი აქვს, 39 სიცხეებით.."მთელ ქალაქს დაერია ვირუსი""- რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და მედიცინის წარმომადგენელი ? 2022, 19 ნოემბერი, 18:17 ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და წერს:"ჩემს ირგვლივ ყველას ვირუსი აქვს, 39 სიცხეებით, ყელის ტკივილებით და სპაზმური ხველებით. სახეშეცვლილ კოვიდს გავს"აგრეთვე, მედიცინის დაწესებულებებისა და ექიმების განცხადებით, ვირუსები მასშტაბურად მოედო ქალაქს.მედიცინის დოქტორი გიორგი კავკასიძე ამბობს:“შთაბეჭდილება მრჩება რომ სიტყვები “შტამი” “გენოტიპირება”, “სექვენირება”, ამოღებულია ლექსიკონიდან. არადა მთელ ქალაქს დაერია ვირუსი რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ჩემი ორი კარგი ნაცნობი რეანიმაციაში მოხვდა დიდი “ბლატით” რადგან რეანიმაციული განყოფილებები გადაჭედილია. ნუთუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებს არ აინტერესებთ, რასთან გვაქვს საქმე? თუ იციან მაგრამ ვერ ბედავენ სიმართლის თქმას?”
154 1-ს მოსწონს
|