x
image
ქეთეონე
"ეს ვარიანტი ხომ კატასტროფაა, მაგრამ უარესიც არსებობს. "- ვისზე საუბროს ვახო სანაია?

image

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ გავრცელებულ ფაქტს ძვირადღირებული მანქანის ყიდვის შესახებ.





"სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა 2022 წლის ლენკრუიზერი რომ დაითრია, გაიგებდით მაგ ამბავს. ეს მანქანა რამდენიმე ასეული ათასი ლარი ღირს. იმ ეპარქიის ფარგლებში, რომელსაც ეს ეპისკოპოსი მართავს, 12 ათასი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მანქანა ან თავად იყიდა ან რაღაც ფინანსური მაქინაციის ნაწილია ან რამე ეგეთი. ეს ვარიანტი ხომ კატასტროფაა, მაგრამ უარესიც არსებობს. ღმერთმა ნუ ქნას, მართალი იყოს, რასაც თავად ეპისკოპოსი ამბობს - ხალხმა მოაგროვა ფული და მიყიდაო. თუ ხალხმა მართლა მოაგროვა თანხა, თავად მოიკლო ან გაჭირვებულ მეზობლებს მოაკლო და ეპისკოპოსს უახლესი ლენდკრუიზერი უყიდა, მართლა არ ყოფილა ჩვენი საშველი."- წერს ვახო სანაია.




გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპისკოპოსი Toyota Land Cruiser-ს ფლობს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა და თქვა, რომ მისი ღირებულება 120 ათასი დოლარს შეადგენს. აგრეთვე, ამ ფაქტს ერთ-ერთი სასულიერო პირიც ეხმაურება. დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს:



"მის ყოვლადუსამღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000 $ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს!



P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირლები ძვირადღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები."








imageimage

0
211
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0