ჯანმრთელი კვება რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2022, 11 ნოემბერი, 9:30 არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, უარს ამბობენ საუზმეზე. მაგრამ, როგორც ექიმები ამტკიცებენ, არ არსებობს მიზეზი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას გაამართლებს, რადგან ცხოვრება საუზმის გარეშე და ასევე, 18.00 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა, სახიფათოა ორგანიზმისთვის. საუზმეზე უარის თქმა — ეს იგივეა, მანქანით მგზავრობა, საწვავის ცარიელი ავზით, რომ სცადოთ. სრულფასოვანი საუზმე მხოლოდ ენერგიას კი არ გვაძლევს, კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და შაქრის დიაბეტის II ტიპის განვითარების რისკებს ამცირებს. დილის ტრაპეზა ყველა საჭირო მინერალს, მიკროელემენტს, ვიტამინს და ამინომჟავას შეიცავს. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ძვალ–კუნთოვანი ქსოვილების მდგომარეობას. რაც შეეხება გასუქების შიშს, ზედმეტი წონის გაჩენა საუზმის გამო, ფაქტიურად შეუძლებელია — ორგანიზმს წინ მთელი დღე აქვს, რომ დილით მიღებული კალორიები დახარჯოს. გვიანი საუზმე, ან კალორიული სადილი და ვახშამი, ბევრად უფრო საზიანოა გარეგნობისთვის, ვიდრე საუზმე. ამას გარდა, ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესის შენელება ხდება. გაღვიძების და საუზმის შემდეგ, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. საუზმის გარეშე კი, ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას ხარჯავს. ამასთან, ორგანიზმში არ იქნება ფერმენტები, რომლებიც საუზმობის დროს და მის შემდეგ გამომუშავდება. სხვადასხვა შეფასებით, ადამიანები, რომლებიც არ საუზმობენ, მხოლოდ შენელებული მეტაბოლიზმის გამო, წელიწადში 4-7კგ-ს იმატებენ. არსებობს გასუქების მეორე მიზეზიც: ის ვინც არ საუზმობს, სადილისთვის ისეთი მოშიებულია, რომ საჭიროზე მეტ საკვებს იღებს. და ბოლოს, ყველაფერში ზომიერების დაცვა არის საჭირო. საუზმე არ უნდა იყოს მეტისმეტად უხვი და კალორიული. თუ, რა თქმა უნდა, სპორტით არ ხართ დაკავებული, ან მძიმე ფიზიკური სამუშაო არა გაქვთ შესასრულებელი. გარდა ამისა, მეტისმეტად კალორიული საუზმე სიმხნევის ნაცვლად, ძილიანობას იწვევს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საკვების მიღებას უკავშირდება, გავრცელებული აზრია იმის შესახებ, რომ ვისაც გახდომა, ან არსებული წონის შენარჩუნება უნდა, 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღებაზე უარი უნდა თქვას. ვიდრე ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ აზრი, გვიანი წახემსების ზიანის შესახებ, მხოლოდ მითია, ამასთან, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დილის 8 სთ-ზე საუზმობს და 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღეისგან, თავს იკავებს, მისი ორგანიზმი, 14 საათი მანძილზე, ენერგიის წყაროს გარეშე რჩება. რაც მეტისმეტად ხანგრძლივი პერიოდია და ამასთან, ამ ადამიანების უმრავლესობა, საღამოს საათებში, შიმშილის გრძნობას განიცდის და მის "გადასაგორებლად", კითხულობენ ან ტელევიზორს უყურებენ. მაგრამ, საკმარისია, ეკრანზე საჭმელი გამოჩნდეს, ან მისი სუნი შეიგრძნონ, რომ კუჭის წვენის გამომუშავება ეწყებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკვების გადამუშავებისთვის მომზადებას იწყებს. ამ დროს, კუჭში საკვების არ არსებობის შემთხვევაში, კუჭის წვენის ნაწილი ნაწლავებში გადადის და მის ამოჭმას იწყებს. გარდა ამისა, იზრდება კუჭის წყლულის და გასტრიტის გაჩენის რისკებიც. ამიტომ, დაძინებამდე, 3–4 საათით ადრე, მსუბუქ წახემსებას, ზიანის კი არა, მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია. ამასთან, საკვების მიღებაზე, ხანგრძლივი დროით, თავის შეკავების შემთხვევაში, ორგანიზმი სტრესს განიცდის და როგორც კი საკვები მოხვდება მასში, მაშინვე ცდილობს მარაგის აღებას, რაც ადრე, თუ გვიან, ჭარბი წონის წარმოქმნას იწვევს. და ბოლოს, თუ დასაძინებლად 23:00 სთ–ზე წვებით, შეგიძლიათ 20:00 საათზე ივახშმოთ, ან 21:00 სთ–ზე მსუბუქად წაიხემსოთ. არხის სხვა სიახლეები:* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს* ლამაზებს შორის, ყველაზე ლამაზები – კატის გამორჩეული ჯიშები (TOP - 10)950 1-ს მოსწონს
|