x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია საღამოს ვახშამზე, დაძინებამდე 3 სთ-ით ადრე მივირთვათ
image


ყველას გვსმენია ანდაზა, რომლის მიხედვით, საუზმე თავად უნდა მივირთვათ, სადილი მეგობარს გავუნაწილოთ, ხოლო ვახშამი მტერს მივცეთ... და კიდევ იმის შესახებ, რომ 18 სთ-ს შემდეგ, საჭმელზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი. საუზმესთან და სადილთან დაკავშირებით გამოთქმული აზრი შეგვიძლია რჩევად ნივიღოთ, მაგრამ დანარჩენი, – უნდა დავივიწყოთ! და მნიშვნელობა არა აქვს ჭარბი წონის მოცილებაა საჭირო, თუ მხოლოდ 1-2 კგ-ს დაკლება, სხეულის ფორმების საკორექციოდ – ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების ნაწილი. image
დიახ, ლამაზი სხეულის მისაღებად, საუზმე, სადილი და ვახშამი, ერთნაირად აუცილებელია. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ როგორი უნდა იყოს საღამოს რაციონი? ჯერ ერთი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი დრო კი არა, საკვების რაოდენობა და ხარისხი არის. და მართალია, ნივთიერებათა ცვლა საღამოს საათებში შენელებულია, მაგრამ მუშაობა ჩვენს ორგანიზმში გამუდმებით მიმდინარეობს. ვიდრე გვძინავს, ახალი ჰორმონების გამომუშავება ხდება, იყოფა უჯრედები, ხდება კანის განახლება და ა. შ. ყოველივე ამას, გარკვეული რესურსი ესაჭიროება, რომელსაც ადამიანი სწორედ ვახშმით იღებს.

აქ ის 10 პროდუქტია წარმოდგენილი, რომლებიც შეგვიძლია ვახშმის მომზადებისას გამოვიყენოთ:


ფრინველის თეთრი ხორცი


image


მოშუშული, გრილზე ან მულტიქვაბში გამომცხვარი, — ამ ხორცის მომზადება ნებისმიერი ხერხით შეიძლება, მთავარი ის არის, რომ ცხიმი არ იყოს გამოყენებული. შესაბამისად, არც მისი ცხიმში შეწვაა რეკომენდებული, რადგან ამ შემთხვევაში, კერძის კალორიულობა 40 %-ით გაიზრდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქათმის და ინდაურის თეთრი ხორცი ტრიპტოფანის ამინომჟავას შეიცავს, რომელიც ამშვიდებს ორგანიზმს და ძილისთვის, ნებისმიერ ბალახეულ ჩაიზე უკეთესად განაწყობს. მაგრამ, რაოდენობის გათვალისწინებაც აუცილებელია — ვახშამზე მხოლოდ 130 გრ-მდე თეთრი ხორცის მიღება არის რეკომენდებული.


ზღვის თევზი


image


ორგანიზმის მიერ თევზის ათვისება, ფრინველის ხორცზე სწრაფად ხდება. მაგრამ, რატომ ზღვის და არა მტკნარი წყლის თევზი? — იმიტომ, რომ ზღვის ბინადრების ორგანიზმში უფრო მეტი მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია კანის ცილების — კოლაგენის და ელასტანის სინთეზისთვის.


კალმარები


image


ზღვის პროდუქტების ყველაზე დიეტური ვარიანტია. მასში არის ბევრი ცილა და იოდი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. კერძი ვახშმისთვის, რა თქმა უნდა ცხიმის გარეშე უნდა იყოს მომზადებული.


კვერცხის ცილა



image


ტრადიციულად, კვერცხი დილის პროდუქტია, მაგრამ მისი გამოყენება ვახშმის კერძის მომზადებისასაც შეიძლება. მაგრამ, მხოლოდ ცილის, – ხოლო გული, შეგვიძლია საუზმისთვის შევინახოთ (გული ჭიქაში მოათავსეთ, გადააკარით სამზარეულოს აპკი და მაცივარში შეინახეთ). კვერცხის ცილა მინომჟავების შემადგენლობით არის დაბალანსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ყველა საჭირო ნივთიერებას მიიღებს, რაც ჰორმონების სინთეზისთვის არის საჭირო.


ოსპი


image


სუპერპროდუქტია ვეგეტარიანელების ვახშმისთვის. მასში არის ცილა და ნახშირწყლები. ვახშმისთვის კი, შავი ოსპი, დანარჩენ ორზე უკეთესია. ამასთან, მის მოსამზადებლად, მხოლოდ 5 წუთია საჭირო.


მწვანე ბოსტნეული


image


სალათის ფოთლები, კიტრი, წიწაკა, გაღივებული მარცვალი — დაბალკალორიული პროდუქტებია, მაგრამ ორგანიზმისთვის სასარგებლო ბოჭკოვანას და წყალში ხსნად ვიტამინებს შეიცავს. საღამოს საათებში შგეიძლია, ამ პროდუქტებისგან მომზადებული 250 გრ-მდე სალათის მირთმევა.


წიწიბურა


image


ეს დაბალკალორიული მარცვლეულია, რომელიც დიდი რაოდენობით მიკროელემენტების ნაკრებს და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. რა თქმა უნდა, ერთი თეფში წიწიბურის ფაფა, ძილის წინ რეკომენდებული არ არის! მაგრამ, რამდენიმე სადილის კოვზი, ბოსტნეულის სალათით, ნამდვილად რომ კარგი იქნება!


ხაჭო


image


ხაჭოს ცხიმიანობა 5 %-ზე მეტი არ უინდა იყოს. მაგრამ უკეთესია, თუ მას არა უმი, არამედ, ხაჭოკვერას, ხაჭის მობრაწულის ან მაჭკატის («სიროკი») სახით მივირთმევთ.


გოგრის თესლი


image


ეს პროდუქტი ომეგა-3-ს და პოლიუჯერის (უჯერი – ცხიმოვანი მჟავების ორმაგი ბმები) ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელოვანი წყაროა, რომლიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის და კანის უჯრედების სინთეზისთვის.

გოგრის თესლის მოყრა სალათებზე შეიძლება.


მწვანე მჟავე ვაშლი


image


ჩვენი ორგანიზმი უმ ვაშლზე უკეთესად, ღუმელში გამომცხვარ ვაშლს ითვისებს. ასეთი ვაშლი უბრალოდ «გაჯერებულია» ბოჭკოვანებით, რომლის ათვისება სრულად ხდება. გარდა ამისა, გამომცხვარ ვაშლში А, С, Е და B ჯგუფის ყველა ვიტამინი ინახება. მასში ასევე არის, გარკვეული რაოდენობის ასკორბინის მჟავაც. მდიდარია რკინით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით და სხვა მიკროელემენტებით. ვაშლის ქერქი ძალიან იშვიათ და ძვირფას პოლისაქარიდს – პექტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში არსებული სასარგებლო ბაქტერიების საკვებს წარმოადგენს. პექტინი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, თერმულად დამუშავებულ ვაშლის ქერქშია.

imageimageimage
imageimageimageimage



0
383
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0