x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 მიზეზი, რის გამოც უარი უნდა ვთქვათ «მაკდონალდსის» საკვებზე

…«მაკდონალდსი» არის ყველგან: სკოლებში, გემებზე, კინოთეატრებში...

…ყოველ დღე, ზრდასრული ამერიკელების მეოთხედი ფასტფუდში სადილობს და ერთი საშუალო სტატისტიკური ამერიკელი, კვირის მანძილზე, 3 ჰამბურგერს და 4 ულუფა კარტოფილს მიირთმევს. ფასტფუდი არის და ყოველთვის იქნება, მიუხედავად იმისა, მოსახლეობის რა რაოდენობა არის მისი მომხმარებელი.


image


და კიდევ, «მაკდონალდსის» რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა იხარჯება მსოფლიო მასშტაბით. ხოლო, აქ 7 მიზეზს გთავაზობთ, რის გამოც, ამ კომპანიის მიერ შემოთავაზებული კერძები არ უნდა მიისრვათ:


1. სპეციალურად «მაკდონალდსისთვის» ქათმის ჯიში «მისტერ MD» გამოიყვანეს, რომელიც სხვა ქათმებისგან, დიდი მკერდით გამოირჩევა.


2. «მაკდონალდსის» წყალობით, გაზიანი სასმელის მოხმარება გაიზარდა ბავშვებში. 50-იან წლებთან შედარებით, დღეს თითო ულუფაზე, 2-ჯერ მეტი კოკა-კოლა გაიცემა. რამაც, საბავშვო დიაბეტის «გაახალგაზრდავება» გამოიწვია.


image3. გემოს გამაძლიერებლის (ნატრიუმის გლუტონატი (E621) წყალობით, რომელსაც კომპანიაში იყენებენ, კერძები უფრო გემრიელიც არის და მომხმარებელს მასზე დამოკიდებულს ხდის, – ეს ნამდვილი ნარკოდამოკიდებულებაა!!!

საქმე ისაა, რომ ადამიანი ისე სწრაფად ეჩვევა «ხელოვნურ» გემოს, რომ ბუნებრივი საკვები, გემოს გამაძლიერებლის გარეშე, უკვე აღარ მოსწონს. ასეთ სიტუაციაში, წონის მომატება — მხოლოდ დროის საკითხია.


4. კარტოფილის გემო «მაკდონალდსში» ყველას მოსწონს. ათეულობით წლის მანძილზე, ის მხოლოდ ცხიმზე იყო დამოკიდებული, რომელიც საქონლის ცხიმის (93%) და ბამბის ზეთის (7%) ნაზავისგან შედგებოდა. მაგრამ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქოლესტერინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ხალხის მოთხოვნით, ფასტფუდების ქსელი 100%-იან მცენარეულ ზეთზე გადავიდა. მაგრამ, გემო იგივე დარჩა! დღეს, «მაკდონალდსში», რომ მოითხოვოთ ინფორმაცია კერძის შემადგენლობის შესახებ, გრძელი სიის ბოლოს, «ნატურალური არომატიზატორი» იწერება, – ეს იმის უნივერსალური ახსნაა, თუ რატომ არის იქ ყველაფერი გემრიელი.


image5. ამ დაწესებულების ჰამბურგერების და კარტოფილის რეცეპტების ძებნას კულინარულ წიგნებში და საიტებზე ნუ დაიწტებთ. თუ რამის გაგება გადაწყვიტეთ, «კვების მრეწველობის ტექნოლოგიის» შრომებს უნდა გაეცნოთ. ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე მის წინამორბედ, 40 000 წლის პერიოდში. ჰამბურგერის და ყველა კერძის გემო, რაც კი ამ კომპანიის კვების ობიექტებში მზადდება, აშშ-ს უდიდეს ქიმიურ ქარხნებში იქმნება.


6. რაც შეეხება კერძების სუნს, მასზე «International Flavors and Fragrances» (საერთაშორისო გემო და არომატი) კომპანია ზრუნავს, რომელშიც ისეთი პოპულარული სუნამოების არომატებია შექმნილი, როგორებიც არის: «Estee Lauder Beautiful», «Tresor», «Lancome»... გარდა ამისა, იქვე იქმნება არომატები საპნებისთვის, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების, შამპუნების და სხვა საყოფაცხოვრებო სარეცხი და საწმენდი საშუალებებისთვის.


7. ძროხებს, რომლებიც კომპანიის საჭიროებისთვის იკვლება, ვიდრე სასაკლაოზე მოხვდებიან, სამი თვის მანძილზე, მარცვლეულით და ანაბოლიკებით კვებავენ.


imageარხის სხვა სიახლეები:


დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ამისთვის ქირურგი საჭირო არ არის! – მკერდის ზომის გადიდება და შემცირება სახლის პირობებში


ფაქტები კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს


ორგანო, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია... და სხვა საინტერესო ფაქტები, ჩვენი სხეულის შესახებ


ყველაზე რთული გამოცანა მსოფლიოში (პასუხი აქვს)


თუ დალაგება არ გიყვართ, მაგრამ იძულებული ხართ ეს აკეთოდ... ხრიკები სახლის სწრაფად და ეფექტურად დასუფთავებისთვის

0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0