x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115075
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488933
ამისთვის ქირურგი საჭირო არ არის! – მკერდის ზომის გადიდება და შემცირება სახლის პირობებში

როგორც წესი, უფრო ხშირად, მკერდის გადიდებაზე საუბრობენ! ხოლო, შემცირებაზე, – თითქმის, არასდროს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არც მკერდის შემცირების ოპერაციები წარმოადგენს იშვიათობას. მაგ., ამერიკაში, როჩესტერის კლინიკის ქირურგები, ყოველწლიურად, მკერდის შემცირების 600 ოპერაციას ატარებენ. მათი პაციენტების 97% თვლის, რომ დიდი მკერდი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ჩივილები კი ასეთია: 78%-ს ზურგი აწუხებს, 79%-ს სირბილი არ შეუძლია, ხოლო, 77%-ს არ შეუძლია სპორტით დაკავდეს.


image


მკერდის ზომის და ფორმის შესაცვლელად, სუსტი სქესის წარმომადგენლები, ყველაზე ხშირად, ქირურგიული ჩარევის მეთოდს მიმართავენ. თუმცა, არსებობს ამ პრობლემის მოგვარების სხვა ხერხებიც.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალის მკერდი საერთოდ არ შეიცავს კუნთოვან ქსოვილს და ამიტომ, ბუნებრივად შეიძლება მისი კორექტირება. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ქალბატონებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ გაედიდებინათ მკერდი, სახლის პირობებში... ისინი ამას, სპეციალურად შერჩეული პროდუქტით ახერხებდნენ! დღეს კი, უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ მართლაც არსებობს პროდუქტი, რომელიც მკერდის ზრდას უწყობს ხელს:

პროდუქტები, ცილის მაღალი შემცველობით – რძის და ზღვის პროდუქტები.

პროდუქტები, რომლებიც ესტროგენს შეიცავს – შამბალა, სვიის გირჩა, ლობიო და სხვა პარკოსნები.

მონოგაუჯერებელი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები – ზეთისხილი, თევზი, ავოკადო, შირბახტი (სეზამი).

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გამოყენების შემთხვავაში, მკერდი იზრდება და ხოლო, «უკუჩვენება» – ჭარბი წონის მოცილებაა!

მსგავსი ეფექტი აქვს, ესტროგენის შემცველ – ფარსმანდუკს (Achillea millefolium) და კამას. ეს მცენარეები, ნახარშის მომზადებისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ცალ-ცალკე, ისე შერეული სახით:

0, 5 ლ. წყალს დაამატეთ 3 ს. კ. დაჭრილი მცენარე, ადუღეთ 5 წთ. რომ შეგრილდება, გაფილტრეთ.

მიიღეთ 1/3 ჭიქა – დღეში 3-ჯერ.

მკერდის გადიდების კიდევ ერთი საშუალება, თაფლის და გატარებული ნიგვზის ნაზავია.

გარდა ამისა, კალიფორნიის ონკოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიტოესტროგენი, რომელსაც მცენარეები შეიცავს, იწვევს მკერდის ქსოვილის აქტიურ ზრდას. ბუნებრივი სახით, ამ ნივთიერებას სელის თესლი, ოსპი, გაღივებული ხორბალი, ლობიო, სვია და სოია შეიცავს. გარკვეული რაოდენით, ფიტოესტროგენი ყავაში და ფორთოხლის წვენშიც არის. ეს ნივთიერება კაფსულების სახითაც იყიდება, მაგრამ წამლის მიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება, რომ ის მკერდის სიმსივნის მიზეზი არ გახდეს.


image


რაც შეეხება მკერდის შემცირებას, – ვარჯიშით, მისი შემცირება კი არა, საერთოდ, გაქრობა შეიძლება.

როგორც კომპანია Adidas-ის სპეციალისტები ამტკიცებენ, ქალის მკერდზე დატვირთვის მიხედვით, სპორტის სახეობების დაყოფა სამ კატეგორიად შეიძლება: არის ნაკლები, საშუალო და დიდი დატვირთვის სპორტის სახეობები. ამ უკანასკნელს სირბილი, ჩოგბურთი, გუნდური თამაშები, საცხენოსნო სპორტი და აერობიკა განეკუთვნება. ჩამოთვლილი სპორტის სახეობებით დაკავების შემთხვევაში, გოგონას (ქალს) სპეციალური თეთრეული უნდა ეცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკერდის ინტენსიური მოძრაობა, ტკივილს გამოიწვევს და დროთა განმავლობაში, მკერდის ფორმას გააფუჭებს (მკერდი ჩამოკიდებული ხდება). ხოლო, თუ გოგონა კულტურიზმით (ინგლ. Bodybuilding) დაკავდება, მან მკერდი, შეიძლება, საერთოდ დაკარგოს: სპორტის ამ სახეობაში, ცხიმის უჯრედები, რომლისგანაც მკერდი შედგება, ძალიან სწრაფად იწვება.

გარდა ამისა, მკერდის შემცირება დიეტითაც შეიძლება. რადგან მკერდი ძირითადად ცხიმოვანი უჯრედებისგან შედგება, ჭარბი წონის მოცილების შემთხვევაში კი, მკერდის ზომაც მცირდება – ყოველ დაკლებულ კილოგრამზე, მკერდს 20 გრ. ცხიმი აკლდება.

ხოლო, თუ ბუნებრივი მეთოდებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ 45:55 პროპორციები შაბლონად გამოიყენოთ და ქირურგს მარტივად აუხსნათ, თუ როგორი მკერდი გინდათ. დარწმუნებული იყავით, რომ შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

როგორც გაირკვა, ეს პროპორციებია იდეალური მკერდის მახასიათებლები:


image

ქალის მკერდის იდეალური ფორმის ფორმულა ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიყვანეს. კვლევის საფუძვლად, მათ შოუ-ბიზნესის ცნობილი ადამიანების, არანაკლებ ცნობილი, ბიუსტები გამოიყენეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იდეალური მკერდის საიდუმლო, მისი ზედა და ქვედა ნახევრების თანაფარდობაშია. მკერდი იდეალურად ითვლება, თუ დვრილის ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილზე, ოდნავ პატარაა (თანაფარდობა — 45/55 %-ზე უნდა იყოს). როგორც პროექტის ხელმძღვანელი და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის წამყვანი ქირურგი პატრიკ მალუჩი ამბობს, დვრილი, რომელიც 20 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი, ე. წ. მიმზიდველობის ეფექტს ქმნის.


image


საკუთარი თეორიის დადასტურების მიზნით, მალუჩიმ დახმარება კოლეგებს სთხოვა და 1 300-ზე მეტმა პლასტიკურმა ქირურგმა თხოვნა შეუსრულა. მათ პროფესიულ სამსჯავროზე 4 სხვადასხვა ტიპის და პროპორციის მკერდი იყო წარდგენილი. ხოლო, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 87%-ს ინგლისელი მსახიობის და მოდელის, კელი ბრუკის მკერდი მოეწონა, თანაფარდობით, 45:55-ზე. სამეცნიერო თვალსაზრისით, იდეალური, ასევე აღმოჩნდა სკარლეტ იოჰანსონის, მეგან ფოქსის, მირანდა კერის და კეტი პერის ბიუსტებც.


imageimageimageimageimageimageimage








0
263
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0