სიახლეები ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო — აღმოჩენილია ყავის კიდევ ერთი დადებითი თვისება 2021, 6 მაისი, 8:56 ამერიკელმა მეცნიერებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ყავის რეგულარულად მოხმარებას ღვიძლის ცეროზისგან დაცვა და ამ ორგანოს კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლია. აღნიშნული კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალში – Alimentary Pharmacology and Therapeutics არის გამოქვეყნებული, რომელშიც ძირითადად, სტატიები წამლების ორგანიზმზე მოქმედების შედეგების შესახებ იბეჭდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ექსპერტებმა, 45–დან – 65 წლამდე ასაკის, 14 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზი გააკეთეს, რომლებსაც ღვიძლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. ისინი ყურადღებას, ძირითადად, ამ ადამიანების ცხოვრების წესზე და კვების რაციონზე ამახვილებდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყავის მოყვარულებს ღვიძლის ციროზი 21%–ით ნაკლებად ემართებათ, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელს არ მოიხმარდა. თუმცა, მედიკოსები იქვე გვაფრთხილებენ, რომ ამ სასმელის დიდი რაოდენობით მოხმარებამ, შეიძლება, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. მაგ., ყავას შეუძლია ნერვული სისტემის დაზიანება, გასტროეზოფაგური რეფლუქსის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების გამოწვევა. არხის სხვა სიახლეები:1. ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ 2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ 3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი» 448 1-ს მოსწონს
|