x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
14 წელი სახის გარეშე და გრანდიოზული ოპერაციის პრეს-რელიზი
image

image

2015 წელს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებულ, ლანგონის სამედიცინო ცენტრში, ჩაატარეს სახის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია, რომლის დეტალები Plastic and Reconstructive Surgery ჟურნალმა გამოაქვეყნა.

სტატიის თანახმად, ექიმების ჯგუფმა, რომელშიც ჩართულები იყვნენ გამოცდილი პლასტიკური ქირურგები და სახისა და ქალა-თავის რეკონსტრუქციის მიკროქირურგები, ხანგრძლივი კვლევა ჩაატარა ტრანსპლანტაციის საუკეთესო ვარიანტის შეერჩევის მიზნით. ექიმებმა ჯერ გვამების გამოყენებით გაიარე ტრენინგები და მხოლოდ ამის შემდეგ, დაგეგმეს ოპერაცია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდებოდა.
მათი პაციენტი, მეხანძრე პატრიკ ჰარდისონი (Patrick Hardison) იყო. 2001 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მას სახე და თავის კანი მთლიანად დაეწვა. მას შემდეგ, მან 70 ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. ესთეტიკური ასპექტის გარდა, მას პრობლემები ჯანმრთელობის მხრივაც ჰქონდა: იმის გამო, რომ ქუთუთოები არ ჰქონდა – მხედველობას კარგავდა.

image

imageimageმისი დონორი 26 წლის დევიდ როდებახი (David P. Rodebaugh) გახდა, რომელიც ველოსიპედით მოძრაობის დროს, ავარიაში მოყვა და ექიმებმა მისი ტვინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს. დევიდს დონორის ბარათი ჰქონდა და სახის კანისა და თმის გარდა, რომელიც მეხანძრეს გადაუნერგეს, მისმა გულმა, ღვიძლმა და თირკმელებმა, სხვა ადამიანებიც გადაარჩინა.

სახის გადანერგვის ეს უნიკალური ოპერაცია, თითქმის ერთი წლის წინ ჩატარდა და დღეს უკვე შეიძლება მის წარმატებულობაზე საუბარი.

image


image

ოპერაცია 26 საათის მანძილზე გრძელდებოდა და მასში 100 ექიმმა და 50 მედდამ მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია სამედიცინო ცენტრის პრეს პრეს-რელიზში. ჯგუფის ხელმძღვანელი პლასტიკური ქირურგი ედუარდ როდრიგესი (Eduardo Rodriguez) იყო, რომელსაც უკვე ჰქონდა სახის ცალკეული ნაწილების გადანერგვის გამოცდილება. ასეთი მასშტაბური ოპერაციის ჩატარების დროს, დონორის ქსოვილს პირდაპირ დონორის სხეულიდან იღებდნენ, რომელიც იქვე, გვერდით მაგიდაზე იწვა, რადგან ქსოვილი ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებდა.
და ოპერაციის შედეგმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა: სახის სრული ოვალი, ცხვირი, ყურები, ტუჩები, წარბები, და ასევე, თმის საფარი, კარგად შეეთვისა ორგანიზმს. უკვე მესამე დღეს, პაციენტმა დამოუკიდებლად შეძლო თვალების დახამხამება; მალე სახის კანს ნორმალური ფერი მიეცა, რაც მასში სისხლის სწორ ცირკულაციაზე მეტყველებდა; მამაკაცს თმის ზრდა დაეწყო და წვერიც კი ამოუვიდა — ეს ყველაფერი პირველად მოხდა უკანასკნელი 14 წლის მანძილზე. შეშუპება ჯერ კიდევ აღენიშნება, მაგრამ ბევრად უფრო მცირე, ვიდრე ადრე ჰქონდა. დღეს პატრიკს პრობლემა მხოლოდ ყლაპვასთან და მეტყველებასთან დაკავშირებით აქვს, რაც ტუჩების უმოძრაო მდგომარეობით არის გამოწვეული, მაგრამ ექიმების თქმით, ამ მიმართულებითაც დაფიქსირდა დადებითი დინამიკა.

image

image

image

ცხოვრების ბოლომდე, პატრიკმა მუდამ წამლები უნდა მიიღოს, რომ მისმა ორგანიზმმა დონორის ქსოვილების მოცილება არ დაიწყოს, მაგრამ ის უკვე სახლშია და ექიმთან მხოლოდ თვეში ერთხელ მიდის. პროგნოზის მიხედვით, უახლოეს მომავალში, ის სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.

0
1293
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0