x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერები ტვინის დაბერებას კვების რაციონს უკავშირებენ

სთოუნ ბრიუკის (State University of New York at Stony Brook, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა განსაზღვრეს ასაკი, როდესავ ტვინის მუშაობაში პირველი ხარვეზები ჩნდება და კვების რაციონი შეიმუშავეს, რომელსაც ამ ნეგატიური პროცესის შეჩერება, თუ არა, შენელება მაინც შეუძლია.


image


ნეირობიოლოგების ექსპერიმენტში, 18-დან — 88 წლის ასაკამდე, 1000 ადამიანი მონაწილეობდა. მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტვინის სიბერის პირველი ნიშნები, უკვე 47 წლის ასაკში ჩნდება. ხოლო, მეტად თვალშისაცემი ეს 60 წლისთვის არის. მათ კვლევის დსრულების შემდეგ აღნიშნეს, რომ მოხალისეებს, რომლებმაც ნახშირწყლების რაოდენობის მოხმარება შეზღუდეს, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ კოგნიტური მეხსიერება და ურთიერთკავშირის ხარისხი ტვინის განყოფილებებს შორის. სწორედ დაბალნახშირწყლებიან დიეტას შეუძლია ტვინის დაბერების პროცესის შენელება — აცხადებენ კვლევის ავტორებო.

უფრო ადრე, ოლბანის სამედიცინო კოლეჯის (Albany Medical College, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) მედიკოსებმა, იგივე საკითხზე ჩატარებული კვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ ტვინის ზოგიერთ უჯრედზე ზემოქმედებით, მისი დაბერების პროცესის შეჩერება შეიძლება. აღნიშნული ექაპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა და მათ მღრღნელების ტვინში უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც ორგანიზმში რეგენერაციულ პროცესებში მონაწილეობენ და როგორც გაირკვა, ცენტრალურ და ზურგის ტვინის ნერვულ სისტემასაც აღადგენენ.

P. S. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგად, ასევე გაირკვა, რომ ფასტფუდებს ჩვენი ტვინით მანიპულირება შეუძლია — ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი მეცნიერები. კვდბის რაციონში, დიდი რაოდენობით პიცა, ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი, ჰიპოკამპის ფუნქციის დაქვეითებას იწვევ, შედეგად — ადამიანს, მავნე საკვებისადმი დამოკიდებულება უჩნდება. როგორც გაირკვა, საკმარისია ფასტფუდების მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე მოხმარება, რომ ტვინი «ფასტფუდდამოკიდებული» გახდეს.

აღნიშნულ კვლევაში ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ერთი — ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის საკვებს იღებდა, ხოლო მეორე — სწორი კვების რეჟიმს იცავდა და მხოლოდ ჯანმრთელებისთვის სასარგებლო პროდუქტით იკვებებოდა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ორივე ჯგუფს ფასტფუდიდან მოტანილი ლანჩი შესთავაზეს. ასეთი ლანჩის მირთმევის სურვილი ისევ იმ ადამიანებმა გამოთქვეს, რომლებიც ექსპერიმენტის მსვლელობისას, ისედაც მავნე საკვებით იკვებებოდნენ, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ლანჩი, არც ისე მიმზიდველი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ ფასტფუდის საკვების რეგულარულად მოხმარების და ფიზიკური დატვირთვის არ არსებობის შემთხვევაში, საკმაოდ დიდია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების და თავის ტვინის ფუნქციების შემცირების რისკი. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შეიძლება, დემენციის (ჭკუასუსტობა) მიზეზი გახდეს.

imageimageimage* ჯანმრთელობის საიდუმლო გახსნილია!

* 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი თბილი წყლის სასარგებლო თვისების შესახებ
* წარმოუდგენელი ფაქტები ლუდის შესახებ. კოქტეილი «შავი ხავერდის» რეცეპტი
* რა ზიანს აყენებს ტყუილის თქმა და მატყუარობა ჩვენს ჯანმრთელობას

* 8 ფარული დაავადება, რომლის ამოცნობაც ცხვირით შეიძლება

0
166
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0