დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ჩვევად ექცა ყველაფრის «გადარბენაზე» კეთება – ეს, სამწუხაროდ, ჩვენი დროის ერთ-ერთი ნიშანი არის. მუდმივად დროის უკმარისობა, ადამიანს ნორმალურად სადილობის შანსს აღარ უტოვებს! და აქ «მაშველად» სწრაფი კვება მოდის: პაკეტის სუპები, ფაფები და ატრია. აადუღებ წყალს და ცხელი კერძი მზად არის – გემრიელი და მასაზრდოებელი. მაგრამ, სასარგებლო არის კი? რა თქმა უნდა, არა! ეს მავნე ფასტფუდია!
სწრაფადხსნადი ატრია (მაკარონი) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია მთელს მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წუთში, 4 ადამიანი ასხავს ადუღებულ წყალს, იაპონელების ამ გამოგონებას.
კოლოფში მოთავსებულ სადილს «მდიდრული» შემადგენლობა აქვს: ფქვილისა და წყლის გარდა, ატრიას ცომში შერეული არის არომატიზატორები, კონსერვანტები, გემოს გამაძლიერებლები და საღებავი. ამიტომ, «სასიამოვნი გემო», დროთა განმავლობაში, აუცილებლად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებში გადაიზრდება. მაგრამ, ატრიაზე მეტი ზიზნის მოტანა, კოლოფში მოთავსებულ ცხიმს და სანაელბლებს შეუძლია.
პიურე და სუპი ფხვნილით — ორმაგი საფრთხე ორგანიზმისთვის:
ჯერ ერთი, სახიფათოა თავად შეფუთვა, რომელშიც ცხელი წყლით ფხვნილის გაზავება ხდება. ხშირ შემთხვევაში, ის პოლისტირონით მზადდება, რომელიც ცხელ წყალთან შეხების დროს, მავნე ნივთიერებებს — სტიროლებს (ფენილეთილენი, ვინილბენზოლი, ეთენილბენზოლი) გამოყოფს. ასეთი სახიფათო ჭურჭლიდან რეგულარულად კვების შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ სხვა გზა არა გაქვთ და უარს ვერ ამბობთ ამ სახის სუპებზე და პიურეზე, ჩვეულებრივ თეფშზე გადაიღეთ და ისე მოამზადეთ.
მეორე და ყველაზე არასასიამოვნო: პაკეტის კარტოფილი და სუპის 50% ხელოვნური კომპონენტებისგან შედგება. ესენია: გემოს გამაძლიერებლები, საღებავი, გამასქელებელი, კონსერვანტები, არომატიზატორები, ემულგატორები და სტაბილიზატორები (Е 412)… სწრაფად მოსამზადებელ სუპში, ხორცის გემოც კი, საკვები დანამატით – ნატრიუმის გლუტამატით მიიღწევა. ხოლო, პიურე მოდიფიცირებულ სახამებელს შეიცავს და ის ყოველთვის კარტოფილის არ არის.
გარდა ამისა, კოლოფებში მოთავსებული მშრალი საკვები არის დეჰიდრირებული, ანუ გამოშრობის მეთოდით მიღებული პროდუქტია, ანუ საკვები, რომლის უჯრედების სტრუქტურა შეცვლილი აქვს. დეჰიდრირებული საკვების ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებას იწვევს.
იმისთვის, რომ სწრაფად მოამზადოთ ერთი თეფში შვრიის ფაფა, მწარმოებლები შეფუთვაში მთელ მარცვალს კი არა, მის დამუშავებულ ფანტელებს ყრიან, რომელსაც გავლილი აქვს თერმული დამუშავება და შეუძლია ტენის სწრაფი შეწოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ შვრიის ფაფა — ყველაზე უვნებელია მშრალი პროდუქტია, ფასტფუდის პროდუქტებს შორის და რაც უფრო მარტივია მისი შემადგენლობა, მით უკეთესია: იდეალურ ვარიანტში, კოლოფში მხოლოდ შვრია და ხილი უნდა იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვაზე მითითებულია «Е-ჯგუფის» დანამატები – უმჯობესია მასზე უარი თქვათ.
აი ასე, ფასტფუდი დროის ეკონომიაში გვეხმარება, მაგრამ ჯანმრთელობას გვართმევს. მაგრამ, ნუთუ პირველი უფრო მნიშვნელოვანია?.. ფასტფუდს ხომ უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლია და რატომ უნდა გავრისკოთ საკუთარი ჯანმრთელობით?!
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
* 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება
* რა მოხდებ, თუ ყოველდღე კვერცხს მიირთმევთ?
* მარტივი ტესტი, იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი
* ჯანმრთელობოს ელექსირი
* რატომ არის კაკაო განსაკუთრებით სასარგებლო 40 წლის შემდეგ (+ რეცეპტი)