სიახლეები დასახელდა COVID-19–ის მთავარი სამიზნე... და ეს, ფილტვები არ არის 2021, 3 სექტემბერი, 8:59 ეპიდემიის პირველივე დღეებიდან, ჩვენ COVID-19–ს რესპირატორულ დაავადებად ვთვლიდით, ანუ ისეთად, რომელიც ჰაერ–წვეთოვანი გზით ვრცელდება და პირველ რიგში, ავადმყოფის სასუნთქ სისტემას აზიანებს. თუმცა, ამერიკელმა მეცნიერებმა ეს მოსაზრება უარყვეს! აღმოჩნდა, რომ ვირუსი, რესპერატორული ინფექცია კი არა, სისხლძარღვთა დაავადებაა! კვლევა, რომელმაც კოვიდის ბუნებასთან დაკავშირებით, განსხვავებული შედეგით დასრულდა, სალკის (Salk Institute for Biological Studies) ინსტიტუტის და სან–დიოგოს უნივერსიტეტის (University of California San Diego) მეცნიერთა ჯგუფებმა ჩაატარა. ხოლო, სამეცნიერო ნამუშევარი, შესაბამისი მტკიცებულებებით, სამედიცინო ჟურნალში – Circulation Research გამოქვეყნდა. ეს ჯერ კიდევ მარტში მოხდა, მაგრამ საუბარი, ამ აღმოჩენის შესახებ, მედიაში, რატომღაც, მხოლოდ ახლა დაიწყო. როგორც, სალკის ინსტიტუტის ოფიციალურ პორტალზე, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სისხლძარღვებზე კოვიდ–ინფექციის ზემოქმედების შესახებ, ცნობილი ადრეც იყო. თუმცა, ახალი კვლევის დროს, მეცნიერებმა იმის დადგენა შეძლეს, თუ SARS-CoV-2 კონკრეტულად როგორ ესხმის თავს სისხლძართვთა სისტემას, უჯრედების დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს შემდეგნაირად ხდება: ვირუსის სპაიკ-ცილა, რომლისგანაც ვირუსის ჩონჩხი შედგება, აზიანებს უჯრედის მიტოქონდრიის ზედაპირს, რაც თავის მხრივ, სისხლშარღვების შიდა კედლების ანთებას იწვევს. აქედან გამომდინარე, COVID-19 უნდა აღიქმებოდეს არა როგორც რესპირატორული, არამედ როგორც სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, – აღნიშნა კვლევის ერთ–ერთმა თანაავტორმა, პროფ. ური მეინორმა (Uri Maynor). ასეთი მიდგომა, მისი აზრით, «იმის ახსნის საშუალებას იძლევა, თუ რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ინსულტი, ხოლო სხვებს, პრობლემები ორგანიზმის სხვა ნაწილებთან დაკავშირებით. ხოლო, მათ შორის საერთო ის არის, რომ ყველ ორგანოს საფუძველს – სისხლძართვთა სისტემა წარმოადგენს».
არხის სხვა სიახლეები: კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, მთელი სამყარო შეიქმნა მცენარეები, რომლებიც ყველას სახლში უნდა იყოს (NASA–ს რეკომენდაცია) ცოდნა ასაკთან ერთად მოდის! ფასდაუდებელი რჩევები ახალგაზრდებს, 50 წლის ადამიანებისგან ამისთვის ქირურგი საჭირო არ არის! – მკერდის ზომის გადიდება და შემცირება სახლის პირობებში ფაქტები კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს 1344 3-ს მოსწონს
|