x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაშორებლად...
image


1. დაემშვიდობეთ ჩიფსებს და მსგავსი კატეგორიის მზა საჭმელს


კალორიული, გემრიელი და ხრამუნა მზა საკვები, რომელიც ბევრი ადამიანისთვის საყვარელი საჭმელია, საერთოდ არ უმდა იყიდოთ, ან თუ იყიდით, ისეთ ადგილზე უნდა შეინახოთ, რომ თვალში არ მოგხვდეთ.


2. ვახშამზე მარილის რაოდენობა შეზღუდეთ


მლაშე, სუნელებიანი და მწარე კერძები ვახშამზე, მხოლოდ აძლიერებს შიმშილის გრძნობას, გარკვეული პერიოდის შემდეგ. შეამცირეთ მარილის რაოდენობა 2-ჯერ და ასევე უარი თქვით სანელებლებიან კერძებზე.


3. ამოიღეთ რაციონიდან მარტივი ნახშირწყლები


ცხიმიანი, ტკბილი, შემწვარი და ცომეული — საღამოს საათებში, ყველაფერს ტაბუ უნდა დაადოთ. დაივიწყეთ ასევე გაზიანი წყალი და ალკოჰოლი. ამ პროდუქტების მოხმარების შემდეგ, შიმშილის გრძნობა ისევე სწრაფად ჩნდება, რამდენადაც სწრაფად ხდება ადამიანის დანაყრება, მათი მოხმარების შემთხვევაში.



4. მიირთვით ბროკოლი


ბროკოლი, გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ის იმითაც არის გამორჩეული, რომ დიდი ხნის მანძილზე აქრობს შიმშილის გრძნობას. ვისაც ბროკოლი არ უყვარს, შეუძლია ის სხვადასხვა სახის მცენარეული ზეთით ან სეზამის და მზესუმზირის მარცვლებით შეაზავოს.


5. ფიზიკური აქტივობა


ვარჯიში ან სირბილი ძილის წინ, დაგეხმარებათ, რთული სამუშაო დღის შემდეგ, დაძაბულობის მოხსნაში. ხშირ შემთხვევაში, ძილის წინ, მაცივართან მისვლის მიზეზი, სწორედ დღის მანძილზე მიღებული სტრესი შეიძლება იყოს!


6. ტემპერატურის დაწევა


ოთახში, რომელშიც ძილის წინ იმყოფებით, 17–18 გრადუსამდე თუ შეამციროთ ტემპერატურას, შიმშილის გრძნობა თავისთავად გაქრება.

ამ ბოლო დროს, ექიმები და დარგის სპეციალისტები, გრილ ოთახში ძილს გვირჩევენ ერთხმად.


7. სვით წყალი


ხშირ შემთხვევაში, შიმშილის გრძნობას მაშინაც განვიცდით, თუ ჩვენს ორგანიზმს უბრალოდ სითხე ესაჭიროება. ძილის წინ საწოლის სიახლოვეს წყალი დაიდგით, რომ ღამე გაღვიძების შემთხვევაში, სამზარეულიში წასვლა და მაცივრის გვერდით ჩავლა არ მოგიწიოთ.


8. გაიხეხეთ კბილები


გაიხეხეთ კბილები პიტნის შემცველი პასტით. პიტნის სიგრილე იმდენად სასიამოვნოა, რომ ნამდვილად აღარ მოგინდებათ იდეალურად სუფთა პირის ღრუს
«გაჭუჭყიანება».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageწყლით მკურნალობის 4 კვირიანი კურსი

ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის ფორმულა

10 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ჭამის შემდეგ


image

0
82
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0