x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველის შენახვის წესი მაცივარში და მის გარეშე

ყველს არ უყვარს სიცხე, მაგრამ არც დაბალი ტემპერატურაა ამ პროდუქტისთვის კარგი. რომ არ გაფუჭდეს, ის ყოველთვის გრილ და ნოტიო ადგილზე უნდა ინახებოდეს და ყველაზე შესაფერისი ვარიანტი, რა თქმა უნდა — მაცივარია.

ყველი, რძის სხვა პროდუქტებთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია და კარგად 0– +4°С ინახება.


image


თუმცა, გარკვეული წესების დაცვა, აქაც არის საჭირო:

I. ყველი, მაცივარში შენახვამდე, ჯერ პერგამენტის ქაღალდში უნდა შევახვიოთ და შემდეგ მოვათავსოთ პოლიეთილენის ან პლასტიკატის პაკეტში ან კონტეინერში. ამის გასაკეთებლად ორი მიზეზი არსებობს:

1. ყველი სწრაფად იღებს მაცივარში შენახული სხვა პროდუქტების სუნს;

2. დაბალი ტენიანობის პირობებში, ყველი სწრაფად ხმება;

II. ყველის ვარგისიანობის ვადის უფრო გასაგრძელებლად, ზოგიერთი მას საყინულეშიც ათავსებს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება არ არის.

ყველი გაყინვის შემდეგ, მართალია არომატს და საგემოვნო თვისებებს არ კარგავს, მაგრამ ამ მაჩვენებლების ინტენსივობა მცირდება. გარდა ამისა, ის უფრო ფხვიერი ხდება და დაჭრისას, იფხვნება. ამიტომ მისი გამოყენება ხაჭაპურის ან პიცის ცხობისას არის რეკომენდებული. ხოლო, სუფრისთვის — არ გამოდგება.

გარდა ამისა, ასეთი ყველის გალღობასაც აქვს თავისი წესი: ასეთმა პროდუქტმა ბუნებრივი ტენიანობა რომ არ დაკარგოს, ის საყინულიდან გამოღების შემდეგ, 1–2 დღე მაცივარში უნდა მოვათავსოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ ის ცხობისთვის.


თუ ყველის მაცივარში შენახვის შესაძლებლობა არ არის, ის მარილიან წყალში დასველებულ სელის ტილოში უნდა გაახვიოთ და მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ.


image
და ბოლოს, პრაქტიკული რჩევები: ყველის პატარა ნაჭრებისთვის, შენახვის საუკეთესო ვარიანტია, მაცივარში მინის კონტეინერით (სახურავი აუცილებელია) შენახვაა. ასევე, კარგი იქნება, ამ კონტეინერში, ყველთან ერთად, შაქრის ნატეხის მოთავსებაც. შაქარი ზედმეტ ტენს შეიწოვს და ყველი უფრო დიდხანს შეინახება.

შენიშვნა: შაქრის დროდადრო გამოცვლა აუცილებელია.


* მაგარი ყველის შენახვის ვადა 7–10 დღე არის.
* რბილი ყველის – 3 დღე.
* მაგარი და ნახევრად მაგარი ყველის შენახვა საყინულეშიც შეიძლება, იმ შემთხვევაში, თუ მის მოხმარებას უახლოეს მომავალში არ მოხდება.


image

არხის სხვა სიახლეები: image

* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»

* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



1
629
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
629
  
2022, 8 სექტემბერი, 22:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1