x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124199
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

image


ძველი ფრანგული კომედიური ფილმები, ალბათ ბევრს უყვარს. მათში, რაღაც განსაკუთრებული ხიბლი იგრძნობა, რომელიც დროთა განმავლობაში, «ჰოლივუდის» გავლენით, თითქოს გაქრა... დღევანდელი ფრანგული კომედია, ნამდვილად აღარ არის ისეთ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ, კარგია რომ, ძველი კომედიები არსებობს, რომლის ნახვა არაერთხელ შეგვიძლია. ხოლო აქ, რამდენიმე ფაქტს გთავაზობთ, ფრანგული კომედიების და მასში მონაწილე მსახიობების შესახებ, რომელიც, შეიძლება, არ იცოდეთ:


1. ფილმში «დიდი გასეირნება» (1966) ლუი დე ფიუნესის გმირი პიანისტია და პარიზის ოპერაში უკრავს. ომის წლებში, მსახიობი თავს სწორედ ფორტეპიანოზე დაკვრით ირჩენდა. image


2. ფაბრის გრეკო, მთავარ როლზე, ფილმში «სათამაშო» (1976) სრულიად შემთხვევით მოხვდა. ის ფილმის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის შვილი იყო. შესანიშნავი თამაშის და სამსახიობო მონაცემების მიუხედავად, მას კინოკარიერა არ გაუგრძელებია.image


3. ფილმში «უიღბლონი» (1981) პიერ რიშარის გმირს, მექსიკის ჯუნგლებში გორილა იტაცებს. მაგრამ, ეს პრიმატები ამერიკის კონტინენტებზე არ ბინადრობენ.image


4. არსებობს საინტერესო ლეგენდა ფილმის – «ჟანდარმი სენ-ტროპედან» გადაღებაზე (1964). გადმოცემით, ფილმის რეჟისორი სენ–ტროპეში ისვენებდა, სადაც მას კამერა (სხვა ვერსიით, ეს საბეჭდი მანქანა იყო) მოჰპარეს. ის ადგილობრივ ჟანდარმერიაში მივიდა, რომ ქურდობის შესახებ ეცნობებინა. მაგრამ, იქ უპასუხეს, რომ ისინი მსგავსი რამეებით არ იყვნენ დაკავებულნი. მაშინ, ამ კომედიური სერიალის მომავალმა რეჟისორმა ჟან ჟირომ, მათზე შურის საძიებლად, ფილმის გადაღება გადაწყვიტა. image


5. ფილმი «გაქცეულები» (1986) მსახიობის პიერ რიშარის და რეჟისორის ფრანსის ვებერის მეოთხე და უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარი იყო. ასევე, ეს ბოლო ფილმი იყო, რიშარ–დეპარდიეს კომედიურ ტრილოგიაში.image


6. ფილმში «ტაქსი» (1998) მანქანებით დევნის სცენის გადაღებისთვის, «ფორმულა 1»–ს ოპერატორი მიიწვიეს. ლუკ ბესონმა ამ სერიის 5 ფილმი გადაიღო. გარდა ამისა, 2004 წელს ეკრანებზე იგივე სახელწოდების ამერიკული რიმეიქი გამოვიდა. ხოლო, 2014 წელს, ამერიკულ-ფრანგული სერიალი – «ტაქსი: სამხრეთ ბრუკლინი» გადაიღეს.image


7. ფრანგული კომედიის – «გააღეთ პოლიციაა!» (1984) ორიგინალური სახელი – Les Ripoux–ია, რაც «გაყიდულს» ნიშნავს და ეს ტერმინი კორუმპირებულ სამართალდამცავების მისამართით გამოიყენება.image


8. ფილმში – «ფანტომასი» (1964) მფრინავი ავტომობილის ფუნქციას, Citroën DS–ს მარკის ავტომობილი ასრულებს.image


9. ფილმში «უიღბლონი», ჟერარ დეპარდიეს პიერ რიშარის გმირის როლის თამაში უნდოდა. მაგრამ, რეჟისორმა უარი უთხრა და სხვა როლი მისცა. მსახიობმა ამის გამო, რეჟისორზე შური იმით იძია, რომ ხშირად გადაღებას აფერხებდა – ხან უაზრო რაღაცეებს ითხოვდა, ხან კი, საერთოდ, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამდა და არ ფხიზლდებოდა.image


10. «ძუნწი» (1980) პირველი და უკანასკნელი ფილმია, რომელშიც ლუი დე ფიუნესი, ერთდროულად, მთავარი როლის შემსრულებელი, რეჟისორი და სცენარისტიც იყო.image


11. ფილმში «ადამიანი–ორკესტრი» (1970) მაესტროს ძმისშვილის როლი ლუი დე ფიუნესის ვაჟმა ოლივიემ შეასრულა. მას ბავშვობიდან მფრინავობა უნდოდა, მაგრამ მამა წინააღმდეგი იყო. ამიტომ, ლუი დე ფიუნესმა შვილი გადასაღებ მოედანზე წაიყვანა და მათ ერთად, 6 ფილმში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ, ოლივიემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მსახიობობას პილოტობა არჩია.image


12. აშშ–ში ბევრი ფრანგული კომედიის რიმეიქია გადაღებული: «სათამაშო», «გაქცეულები», «უიღბლონი» და ა. შ. რომლებშიც, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ და თითქოს, ფილმიც ცუდი არ არის. მაგრამ, თითქოს, რაღაც მაინც აკლია...


image

არხის სხვა სიახლეები:


* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს

* რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს?

* 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო



2
764
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
764
  
7 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 სექტემბერი, 13:21
ისე მოხდა,რომ "ოსკარი" ჯერ ამერიკული ვნახე,სადაც მთავარ როლს სტალონე თამაშობდა და შემდეგ ორიგინალური ფრანგული,სადაც უკვე ლუი დე ფიუნესია....
0 1 2