x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
20 როლი, რომელშიც ცნობილი მსახიობების ამოცნობა შეუძლებელია

როგორც ჩანს, ვიზაჟისტებს ყველაფერი შეუძლიათ... ანჯელინა ჯოლის, არც თუ ისე ლამაზ მამაკაცად გადაქცევაც კი. აქ ცნობილი მსახიობების ფოტოსურათებს გთავაზობთ, რომლებსაც ისეთი გრიმი აქვთ, რომ, ალბათ, მაყურებელი და თაყვანისმცემელი კი არა, მშობელი დედაც ვერ იცნობდა...


ანჯელინა ჯოლი ეველინა სოლტის როლში image

ფილმში «სოლტი» — ანჯელინა ჯოლი, ერთდროულად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი და რუსი ჯაშუში არის. ვიზაჟისტებმა ისეთი გრიმის შექმნა შეძლეს, რომ ვერავინ მიხვდება, თუ მეორე ფოტოზე მამაკაცი კი არა, ქალია, თან ლამაზი ქალი...


ბრედ პიტი ბენჯამინ ბატონის როლშიimage


ფილმში «ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე», ბენჯამინ ბატონის ცხოვრების ისტორია, მოხუცის გამოჩენით იწყება, რომელშიც ძნელია სიმპათიური ბრედ პიტის ამოცნობა. ეს თავიდან, ხოლო შემდეგ...


დასტინ ჰოფმანი, დოროთი მაიკლის როლშიimage


«ტუტსი» შესრულებული როლისთვის, დასტინ ჰოფმანი საგულდაგულოდ არჩევდა კოსტუმებს, გრიმს და ხმასაც კი. ის მართლაც ოცნებობდა ქალად გარდასახვას და მან ეს შეძლო.


ჯერედ ლეტო, ნემოს როლშიimage


ჯერედი ფილმში — «მისტერ არავინ», 118 წლის მოხუცის როლს ასრულებს და მას იმდენად რეალისტური გრიმი აქვს, რომ მასში ლამაზი მამაკაცის ამოცნობა, ნამდვილად შეუძლებელია.



ჯონი დეპი — ქუდაბონი image


ფილმში «ალისა სარკის მიღმა», მსახიობის მიერ შესრულებული როლი, არ ჰგავდა მის წინა ნამუშევრებს — ეს იყო სუფთა და გულუბრყვილო ადამიანის როლი.


ედი მერფი შერმანის როლშიimage


ფილმში — «შეშლილი პროფესორი», გარეგნული ტრანსფორმაციის და ოსტატური მაკიაჟი წყალობით, რთულია მსუქან პროფესორში, ედი მერფის ამოცნობა.


ედი რედმეინი, ლილი ელბეს როლშიimage


«დანიელი გოგო» — ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც ედი რედმეინმა ქალის როლი შეასრულა. ის საკუთარ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა და შედეგმაც არ დააყოვნა.


ერი ოლდმენი, დრაკულას როლშიimage


ეს მსახიობის მორიგი უარყოფითი როლია, ფილმში «დრაკულა». ის ფილმში მეტად საშიში და მისტიკური პერსონაჟია.


გვინეთ პელტროუ, როზმარის როლშიimage


«სიყვარული ბრმაა» — ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც გამხდარი გვინეთი, მეტად შთამბეჭდავი ზომების მქონე, გოგონას როლს ასრულებს.


ჰილარი ენ სუონკი, ბრენდონ თინის როლშიimage


როგორც კი, ენ სუონკიმ ფილმში — «ბიჭები არ ტირიან», როლი მიიღო, მას საკუთარ გარეგნობაში, ბევრი რამის შეცვლა მოუხდა — მსახიობმა იშვიათი შანსი მიიღო, საპირისპირო სქესის ცხოვრებით ეცხოვრა.


ჰით ლეჯერი, ჯოკერის როლშიimage


ჰით ლეჯერმა ამ როლის შესრულებით, დიდი აღიარება მოიპოვა და ისტორიაში პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც «ოსკარი» სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმისთვის მიიღო.


ჯენიფერ ლოურენსი, მისტიკას როლშიimage


ფილმში, — «იქს–ადამიანები: პირველი კლასი», ყვითელთვალა, ალისფერ თმიანი და ცისფერ კანიანი გარეგნობის გოგონაში, ცისფერთვალება ქერა ჯენიფერის ამოცნობა, ნამდვილად შეუძლებელია.


ჯონ ტრავოლტა, ედნის როლშიimage


კარგ მსახიობს ნებისმიერი როლის შესრულება შეუძლია. თუნდაც პერსონაჟი, მსუქანი და მხიარული ქალი იყოს. ამ მოსაზრების მტკიცებულებად, ფილმი — «თმის ლაქი» გამოდგება, რომელშიც ცნობილი მსახიობი რადიკალურად განსხვავებული გარეგნობის როლს თამაშობს.


ლეონარდო დიკაპრიო, ედგარის როლშიimage


მსახიობი საგულდაგულოდ ემზადებოდა მთავარი როლის შესასრულებლად, ფილმში — «ჯ. ედგარი». ის ყურადღებით სწავლობდა გმირის პლასტიკას და სიარულის სტილს. გარდა ამისა, დიკაპრიო მის მშობლიურ ქალაქშიც ჩავიდა და განსასახიერებელი პერსონაჟის ყოფილ კოლეგებს შეხვდა.


ნაომი გროსმანი, პეპერის როლშიimage


«ამერიკული საშინელებათა ისტორია» მსახიობმა ისე დამაჯერებლად ითამაშა მიკროცეფალიით დაავადებული გოგონას როლი, რომ სერიალის ბევრი მაყურებელი დარწმუნებული იყო, რომ ნაომი მართლაც დაავადებული იყო.


რაიან რეინოლდსი, დედპულის როლშიimage


ნიჭიერმა მსახიობმა, შესანიშნავად შეასრულა დაქირავებული მკვლელის როლი, ფილმში — «დედპული». ხოლო, შეუდარებელი გრიმის გამო, მისი ცნობა ნამდვილად რომ, შეუძლებელია.


რეიფ ფაინზი, ლორდი ვოლდემორის როლშიimage


ჰარი პოტერის თაყვანისმცემლები ამ გმირს კარგად იცნობენ. მაგრამ, მასში მსახიობის ამოცნობა, ნამდვილად რომ შეუძლებელია. «ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები» — მეტად მნიშვნელოვანი ფილმია, მსახიობის ფილმოგრაფიაში და როლების კოლექციაში.


რიჩარდ ბრეიკი, ღამის მეფის როლშიimage


რთულმა გრიმმა, სერიალში — «სატახტოთა თამაში», ბრეიკი სრულიად შეცვალა და ამოუცნობი გახადა. ის ყოველი გადაღების წინ, გრიმიორთან, რამდენიმე საათიან პროცედურას გადიოდა.


რონ პერლმანი, ჰელბოის როლშიimage


«ჰელბოი» — ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც გადაღებისას, მსახიობს გადასაღებ მოედანზე გასვლამდე, 4 საათიანი გრიმი ესაჭიროებოდა და როგორც აღმოჩნდა, ეს ამად, ნამდვილად ღირდა...


შარლიზ თერონი, ეილინ უორნოსი როლში image


მსახიობი ფილმისთვის — «მონსტრი», მისი გმირის, ნამდვილი, მკვლელი –ქალის დღიურებით ემზადებოდა, რომლებიც ეილინ უორნოსმა ციხეში დაწერა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ალენ დელონი: "ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მახსენებენ"

"გადატრიალება" საქათმეში

* ის, რაც ჩვენს თავს ხდება... – ბედი, კანონზომიერება, თუ შემთხვევითობა?

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი

* იშვიათი სახეობის ცხოველების ფოტოები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის


0
914
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
914
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0