x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალენ დელონი: "ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მახსენებენ"

«ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მახსენებენ, რომელსაც მხოლოდ ათი– თოთხმეტი წელი უნდა იცოცხლონ» – თქვა ერთ–ერთ ინტერვიუში ალენ დელონმა. მას ახალგაზრდობაში, სამხედრო ქურთუკი ეცვა, რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო უპატრონო ლეკვების გათბობა, რომლებსაც ის გზაში ხვდებოდა. ამჟამად, ფრანგი მსახიობი ძაღლების და კატების 5 თავშესაფარს პატრონობს.
«ჩემს სახლში ყოველთვის ბევრი ძაღლი ცხოვრობს, მე დამოუკიდებლად ძაღლის ახალი ჯიშიც კი გამოვიყვანე. ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მაგონებენ, რომლებსაც ცხოვრებამ მხოლოდ 10-14 წლის სიცოცხლე მისცა…»


image


მსახიობი უკვე დიდი ხანია შვეიცარიაში ცხოვრობს და კინოლოგიით არის დაკავებული. ერთხელ, მან გაიგო, რომ ვიღაც სადისტებმა, პირინეებში, ძაღლს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მან ძაღლთან საკუთარი ვეტერინარი გაგზავნა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე აღძრა დამნაშავეების წინააღმდეგ. შედეგად, სადისტები დააკავეს და მოსამართლემ მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. მსახიობი იმასაც ცდილობს, რომ ძაღლებს საკუთარი ადვოკატები ჰყავდეთ.


image


ალენ დელონს ძაღლები ბავშვობიდან უყვარს. მისი პირველი ძაღლი დობერმანი იყო, სახელად გალა: «მე ძაღლებთან ერთად გავიზარდე და მათთან ერთად გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემი პირველი ძაღლი გალა იყო. ერთხელ მე მას ვუყვირე და ერთი ვუთავაზე კიდეც. ამის მიუხედავად, ის არ გაიქცა, იქვე დაჯდა – და მე დავინახე, რომ გალა ტიროდა. მაშინ ყველაფერს მივხვდი და იქიდან მოყოლებული, ჩემი ძაღლები ყოველთვის იღიმიან. მაშინაც კი, თუ რამეს დააშავებენ» – თქვა ერთხელ მსახიობმა.


image


«მე ყოველთვის გულს მიჩუყებენ ძაღლები, რომლებიც უსახლკაროებთან ერთად, ქუჩაში ცხოვრობენ. მათთვის სულ ერთია ის, რომ პატრონი — მიუსაფარია. ძაღლს ადამიანი ისე უყვარს, როგორც მამა, ისევე, როგორც მიტერანის ლაბრადორს თავისი პატრონი, და მან არ იცის, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
თქვენ რა გგონიათ, რომ ჩემმა ძაღლებმა იციან, რომ — ალენ დელონი ვარ? მათთვის სულ ერთია! ჩემს ძაღლებს ძალიან ვუყვარვარ. მათ არ იციან, ვინ ვარ და რას ვაკეთებ. ეს უპირობო სიყვარულია, გაუაზრებელი, სრული და ნამდვილი სიყვარული!»


image


ალენ დელონი ცხოველების დაცვის ორგანიზაციის წევრია. მის მამულში 8 ძაღლი ცხოვრობს. იქვეა, მისი ყველა ყოფილი ძაღლის საფლავიც – სულ 45. ძაღლების ამ საფლავებს შორის, მსახიობმა სამლოცველო ააშენა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, ოფიციალურად მიიღო უფლება, რომ როდესაც დრო მოვა, სწორედ ამ სამლოცველოში დაკრძალონ.



image


მსახიობი მხოლოდ ძაღლებზე არ ზრუნავს. ერთხელ მან ვერტმფრენი გამოიძახა, რომ კატა გადაერჩინა, რომელიც ვიღაცამ მანქანას მიაბა და საცოდავ ცხოველს თათი ჰქონდა მოწყვეტილი. ახლა სამ თათიანი კატა მასთან ერთად ცხოვრობს. ისევე, როგორც სამფეხა კურდღელი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* ონლაინ მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებში

* სურდო თუ გეწყებათ... – სასარგებლო რჩევები, დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად

* 800 წლის თესლი დათესეს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს



0
296
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0