x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი

თუ ადამიანი არ სვამს, არ ეწევა და საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის, მძიმე დაავადებებისგან და განსაკუთრებით, სიმსივნისგან იქნება დაცული. სამწუხაროდ, მას შესაძლებელია, დიდი იმედგაცრუება ელოდეს – სიმსივნე, ერთი შეხედვით, ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებსაც ემართებათ...


image


ცნობილ ონკოლოგს, ვიშალ რაოს ისეთი პაციენტებიც ჰყოლია, რომლებიც სიგარეტს საერთოდ არ ეკარებოდნენ, ვარჯიშობდნენ და მავნე საკვებს (ჩიფსები, ბურგერები და ა. შ.) და სპირტულ სასმელს ერიდებოდნენ, მაგრამ სიმსივნით მაინც დაავადდნენ.

სწორედ ამ პაციენტებს უჩნდებათ ყველაზე ხშირად კითხვა: «რატომ მე?»...

ექიმმა რაომ პირველად რომ მოისმინა პაციენტისგან ეს შეკითხვა, დაიბნა, არ იცოდა, რა ეთქვა. მაგრამ შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი აღმოაჩინა:


I. დიდი რაოდენობით პესტიციდების შემცველი პროდუქტები


ჩვეულებრივ, პესტიციდებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწერებისგან დასაცავად იყენებენ ფერმერები. შეიძლება, ცალკე აღებულ პროდუქტში, შხამ-ქიმიკატების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყოს და ადამიანი მაშინვე არ მოიწამლოს, მაგრამ წლების მანძილზე, ეს ყველაფერი ორგანიზმში ილექება და ბოლოს სიმსივნის სახით ვლინდება.


II. პროდუქტი კონსერვანტებით, რომლებიც მის ხანგრძლივი დროით შენახვას და ვარგისიანობას უზრუნველყოფს


განსაკუთრებით სახიფათოა სინთეტიკური კონსერვანტები. ნატრიუმის ბენზოატმა და ნატრიუმის ნიტრიტმა, მაგ., შეიძლება კუჭის სიმსივნე გამოიწვიოს.


III. სიმსივნეს გამოწვევა შეუძლია პროდუქტებს, რომლებიც საკვებ საღებავებს შეიცავს


მაგ., კოკა-კოლა რეალურად მწვანე ფერის არის და მხოლოდ წითელი საღებავის დამატების შემდეგ ხდება მუქი კარამელისფერი.

ამჟამად, კვების მრეწველობაში ძირითადად Red 40, Blue 1 და Yellow 5 საღებავებს იყენებენ, რაც პროდუქტს სახიფათოს ხდის ჯანმრთელობისთვის.


IV. ქუჩაში ნაყიდი საკვები, გარკვეულწილად, ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის არაჰიგიენურ გარემოში მზადდება


გარდა ამისა, ასეთ საკვებზე ავტომობილების გამონაბოლქვები, მძიმე მეტალები და ატმოსფეროში არსებული სხვა მავნე ნივთიერებები ილექება


V. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა პროდუქტების სიაში მოხვდა კალციუმის კარბიდის შემცველი პროდუქტებიც


აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ხილის და ბოსტნეულის სწრაფად დამწიფებისთვის გამოიყენება.

ითვლება, რომ ეს ნივთიერება ძალიან ტოქსიკური და მეტისმეტად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გამოდის რომ, მხოლოდ სიგარეტი არ შეიცავს მომაკვდინებელ კანცეროგენებს. ჩვენი ორგანიზმისთვის ხილი და ბოსტნეულიც სახიფათო არის, რომ არაფერი ვთქვათ ნახევარფაბრიკატებზე და «ფასტ-ფუდებზე».

გამოსავალი რაშია? უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის მწარმოებელ ორგანიზაციას, მის რეპუტაციას. პროდუქტები უნდა შევიძინოთ პატარა საფერმერო მეურნეობების მეპატრონეებისგან ან თავად უნდა მოვიყვანოთ ხილი და ბოსტნეული.

და კიდევ, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ პროდუქტების შეძენისას მისი შემადგენლობა. ის არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და საკვებ დანამატებს.


P.S. image

1. აშშ – 5, 4%

2. კანადა – 4, 6%

3. ახალი ზელანდია – 3, 2%

4. ნორვეგია – 3, 15%

5. ავსტრალია – 3%


image


არხის სხვა სიახლეები:


* იშვიათი სახეობის ცხოველების ფოტოები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის

* ალენ დელონი: "ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მახსენებენ"

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* სურდო თუ გეწყებათ... – სასარგებლო რჩევები, დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს



1
1289
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1289
  
2022, 4 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1