x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ წარმოიშვა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტობრივად, არსაიდან გაჩნდა.

შუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში, ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვების მტკიცებით, რომ მათი ისტორიული სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ... თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ შუმერების ისტორიული სამშობლო ტაპრობანი იყო. გაგრძელება >>>


image


როგორც კი, შუმერული ცივილიზაცია მესოპოტამიაში დამკვიდრდა, რეკორდულად მოკლე დროში, დამწერლობა, საოცარი ხელოვნება და არქიტექტურა შექმნა. შეიძინა ზუსტი ცოდნა ასტრონომიასა და მათემატიკაში.
ხოლო, ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 3500 წ-დან მოყოლებული, შუმერებმა ქალაქების ირგვლივ დამცავი კედლების შენება დაიწყეს და ქალაქი–სახელმწიფოები შექმნეს. თუმცა, მათ ჩრდილოეთით მცხოვრებმა აქადებმა, მათი დაპყრობა მაინც შეძლეს (2350 წ.) და ყველა ქალაქი ერთ მეფეს, სარგონ დიდს (ძვ. წ. აღრ. 2369–2314 წწ.) დაუქვემდებარეს, რომელიც ისტორიაში, სარგოს ძველის სახელით შევიდა.

სარგოს აქადელის იმპერია, – კაცობრიობის ისტორიაში პირველი იმპერია იყო.


image


სარგონების დინასტია, შუამდინარეთის ქალაქ–სახელმწიფოებს, 150 წელის მანძილზე მართავდა. შემდეგ კი, იმპერიამ დასუსტება, ხოლო ქალაქებმა, ისევ დამოუკიდებლობის მოპოვება დაიწყეს. ამის მიუხედავად, შუმერული ენა, თანდათანობით, ხმარებიდან გამოვიდა და ძვ. წ. აღრ. 2000 წლისთვის, ის სემიტურ–აქადურმა ენამ, საბოლოოდ, ჩაანაცვლა.

ასე გაქრა მსოფლიოში პირველი ცივილიზაცია.



რაც შეეხება პირველ იმპერიას, დაშლის მიზეზს, იაპონელმა მეცნიერები, ქ. შუბატ–ელილის არქეოლოგიური გათხრების ზონაში, იმ პერიოდის ქანების ანალიზის შედეგად, დაადგინეს, რომ აქადის იმპერიის დაშლის მიზეზი ბუნებრივი პირობები იყო. მეცნიერებმა პალეოკლიმატური ცვლილების რეკონსტრუქცია მოახდინეს, წყლის რეჟიმი შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სარგონების დინასტიის მმართველობის ბოლო წლებში, იმპერიის ტერიტორიაზე ძლიერი გვალვა იყო, რომელმაც მიწასთან გაასწორა სოფლის მეურნეობა. ამის შემდეგ, ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას, ქვიშიანმა ქარიშხლებმაც შეუტიეს. შედეგად, ისედაც არასტაბილურ სოციალურ მდგომარეობას, მასობრივი შიმშილიც დაემატა... იმპერიაში აჯანყება მოხდა და ქალაქ–სახელმწიფოებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ცენტრალურ ხელისუფლებას...


image


არხის სხვა სიახლეები:


* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* ონლაინ მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებში

* სურდო თუ გეწყებათ... – სასარგებლო რჩევები, დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად

* 800 წლის თესლი დათესეს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს



0
2260
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0