x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
საიდან მოვიდნენ შუმერები?

როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ წარმოიშვა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტობრივად, არსაიდან გაჩნდა.

შუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში, ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვების მტკიცებით, რომ მათი ისტორიული სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ... თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ შუმერების ისტორიული სამშობლო ტაპრობანი იყო.


image


ფრა მაუროს და ფირი რეისის რუკებზე, ინდოეთის სამხრეთში, კუნძული ტაპრობანი მდებარეობდა. ამ ადგილზე კუნძულის არსებობის ფაქტი, ძველთაგანვე იყო ცნობილი და მის შესახებ, თავის შრომებში, ჯერ კიდევ სტრაბონი (ძვ. წ. აღრ. 64-23 წწ.) წერდა. მისი ინფორმაციით, კუნძული ინდოეთიდან, რამდენიმე დღის სავალზე მდებარეობდა, ხოლო სიდიდით, დაახლოებით ბრიტანეთის კუნძულების ხელა იყო (სიგრძე – 5 000 სტადია, სიგანე – 3 000 სტადია) და შრი-ლანკას რამდენჯერმე აღემატებოდა. დღეს რთული სათქმელია, არის, თუ არა, ეს უკანასკნელი, ტაპრობანის ნაწილი, თუ წარსულში, ამ 2 კუნძულს საერთო არაფერი ჰქონდა (წვრილმასშტაბიან რუკებზე, ყველა კუნძულის დატანა არ ხდება და შესაძლებელია, შრი–ლანკა ძველ რუკებზე ვერც მოხვედრილიყო).


image


მეცნიერთა მტკიცებით, სამხრეთ აზიაში, ინდოევროპელი დამპყრობლების, – არიელების გამოჩენამდე (ძვ. წ. აღრ. XII ს.), ინდოსტანის ნახევარკუნძულზე დრავიდები ცხოვრობდნენ. მაგრამ, არც ისინი იყვნენ ამ ტერიტორიაზე აბორიგენები. დრავიდები, დღევანდელი ინდოეთის და მის სამხრეთით მდებარე კუნძულზე, ჩვენს ერამდე 2 ათასი წლით ადრე გამოჩნდნენ და როგორც ჩანს, სწორედ მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია მდინარე ინდის აუზში, რომელსაც დღეს, პროტოინდურ ცივილიზაციას უწოდებენ. ასეთი ცივილიზაციები, იმ დროს, სხვაგანაც არსებობდა და ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ხალხები, რომლებმაც ეს ცივილიზაცია შექმნეს, დედამიწის არცერთ ერს არ ენათესავებიან, შუმერების გარდა.
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე მათი განსახლება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ხდებოდა და სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე, ისინი ტაპრობანზე ცხოვრობდნენ. ამ მოსაზრებას ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები თამილების ლეგენდაც ამყარებს, რომელშიც, «დიდ გამოსვლაზეა» საუბარი, რომელსაც ღმერთი შივა ხელმძღვანელობდა. მათ მითოლოგიაში, ასევე ნახსენებია მიწები, რომელიც ოკეანემ შთანთქა...
თუ ეს სიმართლეა და დრავიდების სამშობლო მართლაც კუნძული ტაპრობანი იყო, მაშინ აქ, მეორე კითხვა ისმის: რა დაემართა მას? რა თქმა უნდა, მისი დაძირვის მიზეზი, შეიძლება, მიწისძვრა ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმი ყოფილიყო. მაგრამ, ძველი ინდური ეპოსის – «რამაიანას» მიხედვით, სამხრეთში წარმოებულ ომში, «ზეციური იარაღის», «ცეცხლოვანი ეტლის» და სხვა იარაღის გამოყენების შესახებ არის საუბარ და აღწერილობის მიხედვით, ეს ყოველივე, ძალიან საეჭვოდ ჰგავს სარაკეტო–დაბომბვას, მათ შორის, ატომურ ან ბირთვულ აფეთქებებსაც კი. ამ უკანასკნელის მტკიცებულებად, მეცნიერებს მოჰენჯო-დაროს (ძველი ქალაქი დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე, რომელიც შუმერულ-ეგვიპტური ცივილიზაციების პერიოდში, მდინარე ინდის ხეობაში არსებული ცივილიზაციის ცენტრი იყო. რედ.) მაგალითი მოჰყავთ, რომელიც მოსახლეობამ უეცრად მიატოვა. გარდა ამისა, ქალაქის შესწავლის დროს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაიონი, რომელშიც ერთმანეთზე დამდნარი აგურებია, რაც ამ ადგილზე და საერთოდ, ქალაქზე, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებაზე მეტყველებს.

თუ ძველად, ბირთვული იარაღის არსებობას დავუშვებთ (იარაღი იმ დროს, ალბათ, უფრო მასშტაბურიც იყო), მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტაპრობანი ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებას შეეწირა და ასევე შესაძლებელია, რომ ის წარსულში, ლეგენდარული ლემურიას ნაწილიც ყოფილიყო.


image


გადმოცემის თანახმად, ლემურელებთან სწავლულები პლანეტა ვენერადან ჩამოდიოდნენ და მათ ქურუმებს კოსმოსურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ.

ლემურიელბი დიდ ქალაქებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალად კი, გრანიტს და მარმარილოს იყენებდნენ. მათ სახლებს ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, ხოლო თეთრი ქვით ნაშენი ტაძრები და სასახლეები დიდებულად გამოიყურებოდა.

ჰქონდათ ბევრი ოქრო-ვერცხლი. მაგრამ, ძვირფას ლითონს მონეტების დასამზადებლად არ იყენებდნენ და მისგან, ძირითადად, სამკაულს და დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ალმასიც და ამიტომ, ის ჩვეულებრივ შუშაზე მეტად არ ფასობდა. ცნობილია, რომ ყველაზე ფასეული ლემურელებისთვის, ფერადი ბუმბული იყო, რომელიც კონტინენტზე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

ლემურიელები იყენებდნენ მზის ენერგიას, რომელსაც მათ სახლებში სითბო და სინათლე შეჰქონდა. სიკვდილი მათთვის უფრო დიდ სამყაროში გადასვლად ითვლებოდა.

ლემურია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიშალა და მისი ნაწილი ოკეანემ შთანთქა. მოსახლეობამ კი, ჯერ კონტინენტის დას. ნაწილს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ, ერთი ნაწილი საცხოვრებლად ამერიკაში და აზიაში გადავიდა...

და ეს, ბევრად უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენს პლანეტას თავს, მსოფლიო წარღვნა დაატყდებოდა და სავარაუდოდ, უძველესი ცივილიზაციის ნაშთები (პირამიდები, სფინქსი, მაჩუ-პიქჩუ, ნასკას გეოგლიფები, ოლიანტაიტამბო, ბაალბექი და სხვა ნაგებობები), რომელიც დღეს სხვადასხვა კონტინენტებზე გვხვდება, სწორედ ლემურიელების მიერ არის შექმნილი.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები

* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* ყველაზე საინტერესო, წყლის შესახებ



1
3020
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3020
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1