x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125353
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნეს შესახებ

ლუი დე ფიუნესი — უდიდესი კომიკოსი კინოს ისტორიაში, ცნობილი ფრანგი მსახიობი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, ბედნიერებას ანიჭებდა ათასობით მაყურებელს. დღეს მისი მემკვიდრეობა — მსოფლიო კინოს ისტორიაა, რომელშიც დიდი მსახიობის ბიოგრაფიიდან ბევრი საინტერესო ფაქტია.


image


მომავალი ვარსკვლავის მშობლები, ასევე მსახიობები იყვნენ, პოპულარულები როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისინი პატარა ლუის მოფერებით, «ფიუ–ფოს» ეძახდნენ. ბავშვობიდანვე ბიჭმა ფრანგული, ინგლისური და ესპანური ენები იცოდა და ასევე, კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე. ეროვნებით ესპანელი იყო და მისი სახელი, სრულად, ლუი ჟერმენ დავიდ დე ფიუნეს დე გალარზა იყო. ის 1914 წლის 31 ივლისს დაიბადა.


imageპატარა ლუი დე ფიუნესი, უფროს დასთან, მარი შარლიზთან ერთად


სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, დე ფიუნესმა კურიერად, ბეწვის მწარმოებლად, ბუღალტრად და მერძევედ მოასწრო მუშაობა.

ერთხელ, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა, საკუთარი ბინის კარზე, ხუმრობით, აბრა ჩამოკიდა, რომელზეც ეწერა: «ვყიდი გართობას, 9–დან — 18 საათამდე». ხუმრობა მოულოდნელად დასრულდა... — მის კართან გრძელი რიგი დადგა.


imageლუი დე ფიუნესი, სკოლის წლებში, თეატრალურ წრეში თამაშობდა


გერმანელების მიერ, პარიზის ოკუპაციის დროს, მომავალი მსახიობი, მუსიკალურ სკოლაში, სოლფეჯიოს ასწავლიდა. სწორედ იქ გაიცნო და შეუყვარდა მას ჟანა დე მოპასანი (ცნობილი მწერლის, გი დე მოპასანის შვილიშვილი) და არც გოგონა დარჩა გულგრილი პიანისტისადმი, «რომელიც ჯაზს, ღმერთივით უკრავდა».

დე ფიუნესის მომავალი მეუღლის მშობლებს, არ მოსწონდათ მათი ქალიშვილის არჩევანი. მაშინ, ფიუნესი, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მსახიობი. მისი არისტოკრატული სახელის გაგების შემდეგ, დაბალი, ღარიბი, მოუწესრიგებელი და საკმაოდ, უცერემონიო ახალგაზრდის გაცნობით, მომავალი სიდედრ–სიმამრი იმედგაცრუებული დარჩნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები დაქორწინდნენ...


imageლუი დე ფიუნესი ახალგაზრდა ასაკში


imageლუი დე ფიუნესი და ჟანა დე ფუნესი



imageლუი დე ფიუნესი ოჯახთან ერთად


პირველმა ფილმებმა, რომელშიც ფიუნესი მონაწილეობდა, მას პოპულარობა ვერ მოუტანა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მას პოპულარობა, არც პირველმა 75 ფილმმა მოუტანა (მსახიობმა კინოში 130–ზე მეტი როლი შეასრულა). ის ეკრანებზე პირველად «ბარბიზონის ცდუნებაში» (1946) გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ფილმის ტიტრებშიც კი ვერ მოხვდა.

ის კარიერის დაწყებიდან, მხოლოდ 10 წლის შემდეგ შენიშნეს, როდესაც მან ფილმში — «პარიზის გავლით» ითამაშა. მისი როლი ძალიან მოკლე იყო, მაგრამ მსახიობმა ამ ფილმით, თავისი მომავალი ამპულა იპოვა. პროდიუსერმა ჟიულ ბორკონმა, აღნიშნული ფილმის ნახვის შემდეგ, კომიკოსს, ერთდროულად 3 მთავარი როლი შესთავაზა, მათ შორის კომედიაში – «სანამ არ დაიჭერ — ქურდი არ არის» (1958). დე ფიუნესმა ფილმში თაღლითის როლი შეასრულა. ხოლო, მისი გამოსვლის შემდეგ, პრესაში სტატიები გამოჩნდა სათაურით: «ლუი დე ფიუნესი, საფრანგეთის ყველაზე სასაცილო მსახიობია».


imageლუი დე ფიუნესი, ფილმში «ფრთა ან ბარძაყი»


მიუხედავად კომედიური ჟანრისა, რომელშიც მსახიობი მუშაობდა, ვარსკვლავის დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. ის გამუდმებით დევნის მანიით იტანჯებოდა, რაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. დე ფიუნესს ყოველთვის თან ჰქონდა დატენილი პისტოლეტი. ხოლო, ერთი პერიოდი, პირადი დაცვით დადიოდა.

imageლუი დე ფიუნესი, ფრანგული კინოს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ფილმში მონაწილეობისთვის, მას 2, 5 მილიონ ფრანკს უხდიდნენ.

«ფანტომასზე» გადაღებული, I ფილმის გამოსვლისთანავე, გასაგები გახდა, რომ ფილმებს, ძირითადად, კომისარი ჟუვის გამო უყურებენ, რომლის როლსაც დე ფიუნესი ასრულებდა. არა და, თავდაპირველად, ფილმის მთავარ ვარსკვლავად, ჟან მარე ითვლებოდა.

მსახიობს უყვარდა თეატრი. ამის შესახებ მან არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ყველაზე მეტად კი, სცენაზე თამაშისას, მაყურებელთან ცოცხალ ურთიერთობას აფასებდა, რომელიც კინოში არ იყო. მისი თეატრალური კარიერა კინოკარიერის პარალელურად ვითარდებოდა და არანაკლებ ინტენსიური იყო.


imageლუი დე ფიუნესი სცენაზე


მსახიობის ეკრანული ცოლი მისმა მეუღლემ შეარჩია. ლუი დე ფუნესის მეუღლე უკმაყოფილო იყო ზოგიერთი ფილმის კასტინგით. ამიტომ, მან ეს საქმე "საკუთარ ხელში" აიღო და რადგან კლოდ ჟანსაკი მსახიობის პარტნიორი თეატრში იყო — მეუღლემ, ფილმში გადაღებისას, რეჟისორს სწორედ მისი კანდიდატურა შესთავაზა. ასე შეიქმნა მსახიობების დუეტი... და ისინი მეუღლეები 7 ფილმში იყვნენ.


imageლუი დე ფიუნესი და კლოდ ჟანსაკი


1979 წელს ლუი დე ფიუნესმა ფილმი გადაიღო, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად იყო. ფილმში მთავარი გმირი მდიდარი დიდგვაროვანია, რომელსაც სკივრი ოქროს მონეტებით აქვს სავსე და საკუთარი შვილებისთვის არაფერი ემეტება.

შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა ამ ფილმში საკუთარი თავი ითამაშა. მისმა ვაჟმა ოლივიემ, მამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა: «მამა ძალიან ძუნწი იყო. ერთხელ მან მაიძულა, რომ ნაყიდი სპორტული ფეხსაცმელი, შედარებით იაფფასიანზე გადამეცვალა, რადგან ჩათვალა, რომ მეტისმეტად ძვირი იყო».

imageფულისადმი ასეთი დამოკიდებულება, შესაძლებელია, მსახიობის მიერ, ბავშვობაში გადატანილ ტრავმას უკავშირდებოდეს. როგორც ამბობენ, ლუი დე ფიუნესის მამას ვალები ჰქონდა. ამის გამო, მან თავი მოიკლა (ან თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო) და ოჯახი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში დატოვა. სავარაუდოდ, მსახიობს ეშინოდა, რომ მსგავსი რამ, მის ოჯახსაც არ მოსვლოდა და ამიტომ, «ზედმეტ ხარჯებს» ერიდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას არასდროს ენანებოდა ფული, როდესაც ბავშვთა სახლებისთვის სათამაშოებს ყიდულობდა.

ლუი დე ფიუნესმა, უბადლოდ შესრულებული როლების გარდა, დაგვიტოვა ნარინჯისფერი ვარდი, რომელიც თავად გამოიყვანა და საკუთარი სახელი დაარქვა. ვარდების მოშენებით, მსახიობი ნანტში, საოჯახო მამულში გადასვლის შემდეგ დაინტერესდა და თავისუფალ დროს ყოველთვის ბაღში ატარებდა. შეიძლება ითქვას, რომ მას ვარდები, ერთგვარ აკვიატებად ექცა.


imageვარდი "დე ფიუნესი"


2020 წლის გაზაფხულზე, პარიზის კინოთეკამ გამოფენა მოაწყო, რომელიც დიდ კომიკოსს და კინოვარსკვლავს ეძღვნებოდა. მის ფარგლებში, ფრანგულ ტელეარხებზე ფილმები აჩვენეს. რამდენიმე კვირაში, კინოთეკის კურატორის თქმით, ფილმები ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით, დაახლოებით, 60 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ეს კი, იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ის კიდევ უფრო მეტად უყვართ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 როლი, რომელშიც ცნობილი მსახიობების ამოცნობა შეუძლებელია

* ეგვიპტის მიწისქვეშეთის ოქროს პირამიდები

* "გადატრიალება" საქათმეში

* ის, რაც ჩვენს თავს ხდება... – ბედი, კანონზომიერება, თუ შემთხვევითობა?

* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?

* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?

* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ

* ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი

* იშვიათი სახეობის ცხოველების ფოტოები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის



1
1064
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1064
  
2022, 2 ნოემბერი, 1:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1