x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ლურჯი ვარსკვლავები: სამყაროს ყველაზე დიდი და კაშკაშა მნათობები
ადამიანისთვის შეუიარაღებელი თვალით ხილული ყველა ვარსკვლავი თითქმის ერთნაირია და მათ შორის რაიმე განსხვავებას ძნელად თუ შეამჩნევს რომელიმე ჩვენთაგანი, მაგრამ რეალურად ვარსკვლავებს შორის უზარმაზარი სხვაობაა. ვარსკვლავები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან დიამეტრით, მასით და ფერით.


ვარსკვლავთა უმეტესობა თეთრია, თუმცა ზოგიერთი წითელი ან სულაც ლურჯი ფერისაა. ვარსკვლავის ფერი მის ტემპერატურას გვიჩვენებს. ლურჯი ფერის ვარსკვლავები ყველაზე ცხელი და მოზრდილი ვარსკვლავებია მთელ სამყაროში.


ყველა ვარსკვლავი, რომელიც მზეს მასით სულ მცირე 3-ჯერ მაინც აღემატება, ლურჯი ვარსკვლავია. სხვა მხრივ მათ იგივე შემადგენლობა აქვთ, რაც სხვა ფერის ვარსკვლავებს გააჩნიათ. 75% წყალბადი და 24% ჰელიუმი - ასეთია მათი ქიმიური სტრუქტურა.


ლურჯი ვარსკვლავები


ვარსკვლავური გროვა სახელწოდებით R136 ტარანტულის ნისლეულის ცენტრალურ ნაწილში


ლურჯი ვარსკვლავების ფერს მათი ტემპერატურა განაპირობებს. ლურჯ სინათლეს მეტი ენერგია აქვს, ვიდრე წითელს ან ყვითელს, შესაბამისად, მის წარმოსაქმნელად უფრო მძლავრი წყაროა საჭირო. ოდესმე თუ ლითონის საამქროში ყოფილხართ, ალბათ ნანახი გექნებათ, რომ რკინის ნაჭერი გაცხელებისას თავდაპირველად წითელი ფერისაა, ხოლო ძალიან როცა აცხელებენ მას, მოლურჯო-მოთეთრო ფერის ხდება. ლურჯი ვარსკვლავის შემთხვევაშიც ანალოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე.


ლურჯი ვარსკვლავები კოსმოსში ყოველწამიერად უზარმაზარ ენერგიას ასხივებენ. ამიტომ საკუთარ “საწვავს” ისინი ძალიან მალე მოიხმარენ და ასევე მალე იღუპებიან კიდეც. სწორედ ამიტომ მათ სწორედ იმ ადგილებში ვუმზერთ, სადაც ვარსკვლავთა წარმოშობა ხდება გაზ-მტვროვანი ნისლეულიდან. ისინი კოსმოსის სხვა მონაკვეთებში გადანაცვლებას უბრალოდ ვერ ასწრებენ.


ლურჯ ვარსკვლავებს შორის ჭეშმარიტი გიგანტებიც მრავლად არსებობენ. მათ შორისაა R136a1, რომელიც ლურჯი ზეგიგანტების კატეგორიას მიეკუთვნება და მზეს მასით 265-ჯერ აღემატება.


საბოლოო ჯამში ლურჯი ვარსკვლავები, ხარჯავენ რა საკუთარ თერმობირთვულ საწვავს, წითელი გიგანტები ხდებიან, შემდეგ კი - თეთრი ჯუჯები. მათი ბედიც ისეთივეა, როგორიც წითელი და ყვითელი ვარსკვლავების. განსხვავება მხოლოდ იმაში გახლავთ, რომ ისინი დღემოკლენი არიან და მალე ასრულებენ არსებობას.


ლურჯი ვარსკვლავები


პლეადების გროვაში არსებულ ყველაზე კაშკაშა ლურჯ ვარსკვლავებამდე მანძილი დედამიწიდან 440 სინათლის წელია

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0