x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გაიცანით მუხლუხი, რომელიც “ქრომირებულ” საცხოვრისს აგებს



ევოლუცია სხვადასხვა ცოცხალ არსებებს გადარჩენის მიზნით ხშირად დაუჯერებელ და თითქმის სრულიად წარმოუდგენელ უნარებს და შესაძლებლობას ანიჭებს. ასეთ ცოცხალ არსებათა რიცხვს მიეკუთვნება პეპელა Mechanitis polymnia-ს მუხლუხიც, რომელიც სამხრეთამერიკული ტროპიკული ტყეების სიღრმეში ბინადრობს. მას იმგვარი ფანტასტიკური უნარი აქვს გამომუშავებული, რომ დაჯერება გაგიჭირდებათ. იმისათვის, რათა მტაცებლებმა მას თავი აარიდონ, ეს მუხლუხი ისე გამოიყურება, თითქოს ერთიანად ლითონისგან იყოს ჩამოსხმული.


საქმე იმაშია, რომ ფარვანას მუხლუხები ძალიან იოლ საკბილოებს წარმოადგენენ. ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი პეპლად გადაქცევის სტადიაზე იმყოფებიან; ასეთ დროს მათ სხეულებში მიმდინარეობს უამრავი ცვლილება, რა დროსაც მათ არც გაქცევა შეუძლიათ და არც თავდამსხმელის მოგერიება. სწორედ ამიტომ იშენებს აბრეშუმის ჭია პარკს სუპერგამძლე მასალისგან, რათა ის მეტამორფოზის პროცესში მტაცებელმა ვერ შეჭამოს.


ფარვანა


Mechanitis polymnia-მ განსხვავებული ტაქტიკა აირჩია. მისი პარკი არ არის სუპერგამძლე აბრეშუმისგან დამზადებული. სამაგიეროდ ისევე ბრჭყვინავს, როგორც ლითონი და ეს იმდენად წარმატებული ტაქტიკაა, რომ პეპლის მუხლუხი უამრავ ქვესახეობებადაც კი იყოფა. აბა რომელი ფრინველი ან ცხოველი მიეკარება ლითონის ნივთს, რომელიც მცენარის ღეროზეა ჩამოკონწიალებული?



ფარვანა


აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Mechanitis polymnia-ს საცხოვრისი ერთ მილიგრამ ლითონსაც კი არ შეიცავს. ის მთლიანად ქიტინისგან შედგება - იმავე მასალისგან, რომლისგანაც შედგება ზოგიერთი ხოჭოს ფრთები და ამიტომ კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ის ასე ზედმიწევნით ჰგავს ბრჭყვიალა ლითონს.


აღსანიშნავია, რომ ჭუპრი დაახლოებით ერთი კვირა იმყოფება თავის ბრჭყვიალა საცხოვრისში, სანამ პეპელად გარდაიქმნებოდეს. მას შემდეგ, რაც ფარვანა გამოფრინდება, მიტოვებული საცხოვრისი კარგავს ბრჭყვიალა ელფერს. გარდა ამისა, ის საოცრად სათუთია და ამიტომ შეცდომაა ის პოპულარული ვერსია, რომ Mechanitis polymnia-ს მუხლუხის საცხოვრისს ადგილობრივები ოდესღაც ფულის ნაცვლად იყენებდნენ.


ფარვანა


0
121
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0