x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეში “საურონის თვალი” და გასაოცარი არსებები აღმოაჩინეს
25-დღიანი ექსპედიციის პროცესში ინდოეთის ოკეანის დიდ სიღრმეზე ავსტრალიელმა მეცნიერებმა იდუმალი არსებები აღმოაჩინეს. მკვლევარები ღრმა უფსკრულებში, წყალქვეშა ვულკანის სიახლოვეს ზღვის ბინადართა დღემდე უცნობ სახეობებს წააწყდნენ.


ავსტრალიელი მკვლევარების ზღვაში მოგზაურობის მარშრუტი 11, 000 კილომეტრს მოიცავდა. მიზანი რუკებზე ქოქოსის კუნძულების ირგვლივ არსებული ზღვის ზედაპირის დატანა გახლდათ. ამ მიზნით მკვლევარები გემ “ინვესტიგეიტორზე” სექტემბერში ავიდნენ და გაემართნენ შობის და ქოქოსის კუნძულებისკენ, რათა იქ არსებული წყალქვეშა მთებისთვის ფოტოები გადაეღოთ.


თევზი


მათ საწადელს მიაღწიეს და კუნძულების სანაპიროებთან არსებული მთების დეტალური სამგანზომილებიანი რუკა შექმნეს. ამით ექსპედიციის დანიშნულება შესრულდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მკვლევარებს მთავარი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ ელოდათ.



გარდა ძირითადი დანიშნულებისა, ექსპედიციას ასევე ჰქონდა დამატებითი მიზნებიც. კერძოდ, კვლევითი და საგამოფენო მიზნებით მეცნიერებს 5 კილომეტრის სიღრმეზე მცხოვრები არსებები უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა რაც მკვლევარებმა იქ აღმოაჩინეს, ალბათ ყველაზე გაბედულ ფანტაზიაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.


მეცნიერებმა გასაოცარ არსებებს მიაგნეს. მათ აღმოაჩინეს მაგალითად ბრმა თევზი, რომელსაც გამჭვირვალე კანი ჰქონდა! უფრო გასაოცარი კიდევ ისაა, რომ ეს თევზი თურმე ქვირითს კი არ ყრის, არამედ ძუძუმწოვრების მსგავსად ცოცხლად მშობიარეა. ამ გამაოგნებელი თევზის გარდა მეცნიერებმა იპოვეს ასევე ვარხვის გველთევზა, რომელსაც ეკალმუხის შავი ფერის კანი აქვს და კუდზე მიმაგრებულ მანათობელ ორგანოს თევზების დასაჭერად იყენებს.


თევზი


მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან პატარა თავი გააჩნია, საკუთარი მასიური და გაწელვადი კუჭით დიდი ცხოველების მონელებაც შეუძლია, პითონის მსგავსად, რომელიც ხანდახან ადამიანსაც კი სანსლავს. მკვლევარებმა აქვე იპოვეს ციცქნა გველთევზა, რომელიც სულ რაღაც 50 გრამს იწონის, მაგრამ მას იმდენად მძლავრი ყბები აქვს, რომ თავისზე გაცილებით უფრო დიდი ზომის კიბორჩხალებს ფლეთს.


აღმოჩენილ უცნაურ არსებათა შორის საპატიო ადგილი დაიკავა ხვლიკთევზამაც, რომელსაც გრძელი და ბასრი კბილები აღმოაჩნდა. ეს თევზი ჰერმაფროდიტია (ანუ აქვს როგორც მამრის, ასევე მდედრის სასქესო ორგანოები). აქვე იპოვეს თევზი-ღამურა, რომელიც ზღვის ფსკერზე დახტოდა და ზღვის ზღარბი, რომლის კანი ძალიან შხამიანი ეკლებით იყო დაფარული.


მეცნიერებმა ექსპედიციის პროცესში იპოვეს წყალქვეშა აქტიური ვულკანიც, რომელიც ისე გამოიყურებოდა, როგორც საურონის თვალი “ბეჭდების მბრძანებლიდან.” ვულკანი ინდოეთის ოკეანეში, 3 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს, შობის კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 280 კილომეტრის მანძილზე. მას 5 კილომეტრის დიამეტრი აქვს და 300 მეტრის გარშემოწერილობის ამაღლებული ზედაპირი, რომელიც თვალის გუგას მოგაგონებთ.


თევზი


აღსანიშნავია, რომ ადამიანებს დედამიწაზე არსებული წყალქვეშა სამყაროს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გვაქვს შესწავლილი. ამიტომ მთავარი აღმოჩენები აქ ჯერ კიდევ წინ გველოდება.

1
578
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
578
  
2022, 23 ნოემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1