x
image
ქეთეონე
"ფოტოს დადებას ამბის მოყოლა ჯობია"-რაზე საუბრობს ქეთი დევდარიანი?

image



სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს ვაკის პარკში ტრაგედიის დროს გარდაცვლილ გოგონაზე, მარიტა მეფარიშვილზე, და მის ორ მეგობარ ბიჭზე, რომლებიც იქვე მყოფმა მებაღემ - დევი მეზურნიშვილმა გადაარჩინა.



აგრეთვე, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლაზარესთან თბილისის მერი, კახი კალაძე მივიდა სტუმრად, რასაც ამ პოსტშივე ეხმაურება ქეთი დევდარიანი სიტყვებით: "სუნთქვის აპარატიდან მოხსნის შემდეგ გადარჩენილ ბავშვს მერი კალაძის მაისური ჩააცვეს, დააყენეს, ხელები გააშლევინეს და ფოტოები გადაუღეს."



იხილეთ სრული "პოსტი":


"იმისათვის, რომ ფსევდომორალისტებს კალაძის გაპრავების საშუალება არ მიეცეთ და ჩვენც მართლები ვიყოთ არასრულწლოვან ბავშვებთან, რომელსაც მერია ჯერ კლავს და მერე იარაღად იყენებს, ფოტოს დადებას ამბის მოყოლა ჯობია.



კორუფციის, უპასუხისმგებლობის, კრიმინალის, სიხარბის და ქოცობის გამო სამ ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა, აქედან ორი ვაჟკაცმა დევი მეზურნიშვილმა გადაარჩინა. ერთი კი, რომელიც მეგობრის საშველად ჩავიდა წყალში, გარდაიცვალა.


სუნთქვის აპარატიდან მოხსნის შემდეგ გადარჩენილ ბავშვს მერი კალაძის მაისური ჩააცვეს, დააყენეს, ხელები გააშლევინეს და ფოტოები გადაუღეს.


ამის შემდეგ დაახლოებით 4000 ადამიანმა მადლობა გადაუხადა კალაძეს, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია და პირველ რიგში სწორედ ადამიანობაა მთავარი.



image
0
154
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0