x
image
ქეთეონე
"თუ შეიძლება შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ თქო"- ვისზე წერს ელენე ხოშტარია ?
image


პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დღესთან დაკავშირებით.


მოსამართლის მიერ ნათქვამს იგი მოიხსენიებს, როგორც სრულ სიგიჟეს და მას უწოდებს ტყუილს.


მისი თქმით, მან ამ სასამართლო პროცესზე მხოლოდ 15 წუთით დარჩენა შეძლო და მას შემდეგ პროცესიდან წავიდა.



გთავაზობთ სრულ პოსტს:


"დღეს ნიკა გვარამიას Nika Gvaramia პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილო სრული სიგიჟეები, აი თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგიაგქმოცლილი მანდატურები; მთელი ეს ფარსი, მოკლედ, ვერ ვაიძულებ სერიოზულად აღვიქვა და მეც ვიჯდე ვითომ ის წესები (ამ დროს უწესობა) მისაღებია და ნორმაა.


ხოდა, ეს პროკურორი ასე რომ ბუტბუტებდა სხდომაზე, ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო. თუ შეიძლება შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ თქო. კიო, ნამდვილი ვარო. მოსამართლე აღშფოთდა. იმაზე კი არ აღშფოთდა ქვეყნის ინტერესებს რომ ფეხებზე იკიდებს, ადამიანს უსამართლოდ ექცევა, ტრავმას აყენებს ხალხს, ტყუილს სერიოზული სახით ისმენს, ამ სიყალბის თავშია. ეგ არ აწუხებს.


მოკლედ, მხოლოდ 15 წუთი გავძელი და კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემ თავთან ეს თუ ვერ შევცვალეთ, 0 ია ჩვენი პოლიტიკური თაობის ფასი".

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0