სიახლეები ექსპერტის მტკიცებით, სანქციების მიუხედავად, აშშ ფარულად ვაჭრობს რუსეთთან 2022, 19 სექტემბერი, 17:20 ცნობილი გახდა, სანქციების მიუხედავად თუ რომელი საქონლის შეტანა გრძელდება რუსეთიდან შეერთებულ შტატებში იუწყება Topnews.ru ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ექსპერტმა ვალენტინ კატასონოვმა გააანალიზა რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საქონლის გაცვლა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე. როდესაც აშშ და ევროკავშირი აგრძელებენ რუსეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას, თავად შეერთებული შტატები, 24 თებერვლის შემდეგაც კი, ანუ როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აგრძელებდა რუსეთისგან ხის, ლითონების, ურანის, ტიტანის, სამომხარებლო და სხვა საქონელის შესყიდვას. სერბი ანალიტიკოსი, დრაგო ბოსნიჩი ამტკიცებს, რომ მან ამხილა ვაშინგტონის თვალთმაქცობა, რომელმაც აიძულა ევროპა გაეწყვიტა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას რუსულ მხარესთან. მეტიც, ამერიკის ხელისუფლება ცდილობს „პარტნიორებს“ დაუმალოს რუსეთიდან მრავალი საქონლის იმპორტი. მაგალითად, ახლახან შეერთებულმა შტატებმა თურქეთის გავლით რუსული პროდუქციის ტრანსპორტირება დაიწყო. ამის შესახებ, კერძოდ, აგვისტოს ბოლოს იტყობინებოდა გაზეთი Yeni Safak თურქულ ბიზნეს წყაროებზე დაყრდნობით. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი რთულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს, ისევე როგორც სხვა დეპარტამენტებს, აქვს დახურული ოპერატიული სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნის საგარეო ვაჭრობის შესახებ. თუმცა, სხვა ქვეყნების ინფორმაციის წყალობით, რომლებთანაც რუსეთი ინარჩუნებს ეკონომიკურ ურთიერთობას, შესაძლებელი ხდება ინფორმაციის მიღება სახელმწიფოებს შორის საქონლის გაცვლის შესახებ. 129 3-ს მოსწონს
|