x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთის ენერგომატარებლებით მიღებული შემოსავალი ბევრად აჭარბებს ომის ხარჯებს
image

რუსეთის შემოსავალი, რომელსაც ის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგომატარებლების გაყიდვით იღებს, ბევრად აღემატება ომის ხარჯებს.


ამის თაობაზე წერია ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრის - CREA - მოხსენებაში იტყობინება გერმანული "შპიგელი".


გამოკვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ექვსი თვის მანძილზე რუსეთმა 158 მილიარდი ევროს შესაბამისი შემოსავალი ნახა. მეორე მხრივ, ომის ხარჯები დაახლოებით 100 მილიარდ ევროა.



რუსეთის ნავთობის, გაზის და ქვანახშირის ექსპორტის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია ევროკავშირი, 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე საზღვაო და მილსადენებით ტრანსპორტით მონაცემებით 85 მილიარდი ევრო გადაიხადა.


ევროკავშირს მოჰყვება ჩინეთი - რომელსაც რუსეთიდან მიღებული ენერგომატარებლები 35 მილიარდი ევროს შესაბამისი თანხა დაუჯდა. ევროკავშირში რუსეთის ენერგორესურსების უდიდესი მომხმარებელია ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანია.


CREA-ს მკვლევარი, ლაური მილივირტა განმარტავს, რომ რუსეთი კვლავაც იღებს სარეკორდო შემოსავალს მიუხედავად იმისა, რომ ასე შემცირდა საწვავის ექსპორტის მოცულობა. „რათა ამას შევებრძოლოთ, საჭიროა მთავრობებმა დააწესონ ტარიფები ან რუსეთიდან იმპორტის ფასების შეზღუდვა და დააჩქარონ ენერგომომარაგების ზომები“ - ფიქრობს მილივირტა. მისი აზრით, პირველ რიგში უნდა მოხდეს ნავთობის და გაზის მოხმარების შემცირება „სუფთა ენერგიის და ელექტროენერგიის გამოყენების დაჩქარებით თბური ტუმბოების და ელექტრომობილების საშუალებით“, აღნიშნავს ის.





2
225
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
2022, 8 სექტემბერი, 22:28
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2