საზოგადოება "აუ მორჩით რა,მორჩით! კოლეგებს" გიყურებთ"- რას წერს ელისო კილაძე? 2022, 2 სექტემბერი, 15:30 ჟურნალისტი ელისო კილაძე ეხმაურება საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებებსა და კომპანია "მთავარი არხის" პოზიციას და მკაფიოდ გამოზატავს მისი კოლეგებისადმი უკმაყოფილებას.ელისო კილაძის ეს განცხადება ეხება ნოდარ მელაძესა და ასევე "ვანოს შოუს" გადაცემის გადასვლას კომპანია "მთავარი არხიდან" კომპანია "ტვ პირველზე". მოგეხსენებათ, "ვანოს შოუს" "ტვ პირველზე" გადასვლასთან დაკავშირებით "მთავარმა არხმა" განცხადება გააკეთა. არხის მოკლე განცხადება: "ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო". ახლა კი გთავაზობთ ელისო კილაძის "პოსტს": "აუ მორჩით რა, მორჩით ! ნოდარ მელაძე რომ წავიდა მთავარი არხიდან, მაშინაც ჭორაობდით ფული ქოცებმა გადაუხადესო ! დრომ დაარქვა სახელი ყველაფერს და კარგად გამოჩნდა ვინ გაიყიდა ფულზე და ვინ არა-ნოდარ მელაძის შაბათი ქოცების მუდმივ თავისტკივილად იქცა !!!! იარლიყების მიკვრა მაგარი იცით-ვანოსაც ბევრჯერ შეეძლო წასვლა(სთავაზობდნენ კიდეც ), მაგრამ არ წავიდა ! ჰო, "კოლეგებს" გიყურებთ -როგორ ვერ ბედავთ იმ გუნდის დაცვას, რომლის გვერდით წლები გაატარეთ ! არც არავის ვთხოვ გმირობას-უბრალოდ, უხერხულია ! "- წერს იგი. 289 1-ს მოსწონს
|