x
image
ქეთეონე
"ღარიბაშვილი უკრაინას გამარჯვებას ვერ უსურვებდა, იმიტომ რომ"....თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი სოციალური პლატფორმის მეშვეობით ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.







image


მოგეხსენებათ, უკრაინაში დღეს, 24 აგვისტოს ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.


"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ!", - წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.


რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილს, იგი წერს:


"ღარიბაშვილი უკრაინას გამარჯვებას ვერ უსურვებდა, იმიტომ რომ უკრაინის გამარჯვება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ნიშნავს.



იქ, სადაც “ამერიკა ომში გვითრევს”, ომი მშვიდობაა.

ამიტომ, თავის ენაზე ზუსტად ის უსურვა, რასაც გულისხმობდა - რუსეთის მონობაში, რუსეთის პოლიგონად დარჩენა.

ომისთვის გაწირვაა ღარიბაშვილის მშვიდობა."

1
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
206
  
2022, 24 აგვისტო, 17:53
ეეეე გიგა იქნება ამ ქალს ნება მისცე გვერდზე გაუხვიოს, იქნება დააოკოს ვინმემ შენ ხომ ხედავ არ შეგიძლია. ირაკლი კი ჭკვიანი კაცია იცის რომ უკრაინა ამ ომის მომგები არ არის.
0 1 1