საზოგადოება "ხარაშო დაიკო... აღარ ვიზამთ" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი? 2022, 17 აგვისტო, 21:26 თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს სიტყვებით: "ხარაშო დაიკო. აღარ ვიზამთ" რაც შეეხება ნინო წილოსანის განცხადებას, იგი საუბრობს საქართველოში აშშ-ს ელჩზე, კელი დეგნანზე, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტზე შტურმის გავრილოვის ღამედ მოხსენიება არ არის კორექტული. გთავაზობთ თავად ნინო წილოსანის გამოხმაურებას კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით: "პარლამენტზე შტურმის ფაქტის გავრილოვის ღამედ მოხსენიება, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ არ არის კორექტული. იმედი მაქვს, რომ ეს თარგმნის, ან რაიმე სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნება, თუ აღნიშნულ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელიც შეიძლება ეს იყოს, გაეცემა კონკრეტული პასუხები, რაც, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე რაღაც ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა." 217 1-ს მოსწონს
|