x
image
Yoona
Mediator image
თავიდან ამომივარდა: რატომ ვერ ახერხებს ადამიანი დავიწყებულის გახსენებას და რა შუაშია აქ იღბალი
ალბათ, თქვენთვის ნაცნობია უხერხულობა, როცა დაგავიწყდათ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, რომელიც ვიღაცას დაპირდით. ზოგჯერ მთელი ძალით გახსენებას ცდილობთ, რამე ხომ არ გამოგრჩათ, მაგრამ გონებიდან რაღაც მაინც სხლტება. „კვლავ თავიდან ამომივარდა!“ – გულგატეხილი ფიქრობთ. რატომ ვერ ახერხებს ადამიანი დავიწყებულის გახსენებას ყოველთვის? საქმე იმაშია, რომ როგორც არ უნდა სცადოთ თქვენი გეგმის გახსენება, საბოლოო შედეგი გამართლებაზეა დამოკიდებული.


image

სპეციფიურობა

წარმოიდგინეთ, დილით საკუთარ თავს ახსენებთ, რომ საღამოს მეგობარს უნდა დაურეკოთ. შემდეგი საათის განმავლობაში ფიქრობთ, რომელი პროდუქტი იყიდოთ სავახშმოდ, როდის მიაკითხოთ ბავშვებს სკოლაში და ა.შ..


ექსპერტების თქმით, აქტიურ მეხსიერებაში ყველა ჩვენი განზრახვის შენახვა არ შეგვიძლია. აქტიურ მეხსიერებაში იგულისხმება მეხსიერება, რომელიც გამოიყენება გონებაში გარკვეული ინფორმაციის შესანახად პრობლემის გადაჭრის მიზნით (როგორიცაა გამოთვლა) ან სახელის ან საკონტაქტო ინფორმაციის ჩასაწერად (როცა ხელთ კალამი და ქაღალდი არ გაქვთ).

აქტიურ მეხსიერებას შეზღუდვები აქვს როგორც მოცულობის, ასევე დროის თვალსაზრისით, რომლის განმავლობაშიც ინფორმაციის შენახვა შეუძლია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი დეტალების შესანახად გრძელვადიანი მეხსიერება გვჭირდება, ერთგვარი ინფორმაციის საცავი ცნობიერი გონების გარეთ.

image

განზრახვების მორიგეობა

ჩვენი მეხსიერება მართლაც უნიკალურია: მთელი ცხოვრების განმავლობაში გონებაში რამდენიმე მოქმედებას ვინახავთ. ექსპერტების თქმით, ყველაფრის დამახსოვრების სურვილი რბოლას შეგვიძლია შევადაროთ, სადაც ფინიშის ხაზი უნდა გადაკვეთოთ. რა პროცესები ხდება გონებაში, როცა რაიმეს დამახსოვრება გვსურს?

თითოეული ზრახვა გრძელვადიან მეხსიერებაში ერთგვარი დოღია. მიაღწევს თუ არა თქვენი ცხენი ფინიშამდე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეესაბამება თქვენი ზრახვა გარემოს და რამდენად მნიშვნელოვანია პირადად თქვენთვის.

image

მნიშვნელოვანი ფაქტორი

რაზეა დამოკიდებული გაგახსენდებათ თუ არა, რომ სადილის შემდეგ აბები უნდა დალიოთ? კერძოდ, იმაზე, რამდენად სასარგებლოა ეს მოქმედება თქვენთვის. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა გახსენების სიჩქარეზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ეს ქვეცნობიერად ხდება. მაშინაც კი, როცა სხვა ამოცანით დაკავებული ხართ, მედიკამენტის მიღება დროულად გაგახსენდებათ.

ზრახვის მაღალი მნიშვნელობა 100%–იან შედეგს მაინც არ იძლევა. ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემთხვევაშიც არსებობს ალბათობა, რომ დაგავიწყდეთ და ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულოთ. რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ? გახსენებაში გამართლება და იღბალი თავის როლს თამაშობს. როგორც ვიცით, საუკეთესო ცხენი ფინიშის ხაზს ყოველთვის პირველი არ კვეთს.

image

ღირებულება

რაიმეს დამახსოვრების უნარმა (ან უუნარობამ) სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეში ჩართულ ზოგიერთ პირს შეიძლება პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისვლა სთხოვონ. რა მოხდება, თუ მოვალეობა დაავიწყდებათ?

გახსოვდეთ: რაიმეს დავიწყება უყურადღებობას არ ნიშნავს. საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვენი გეგმა მცირე დეტალებამდე განიხილეთ, მეტი მნიშვნელობა მიანიჭეთ და შეხსენების აპლიკაცია გამოიყენეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა დაამტკიცეს: რაც უფრო ბრძენია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აწუხებს მარტოობა

image

იყავით ზარმაცები: მარტივი ხრიკი, რომელიც სულის და სხეულის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ

image

დის არსებობა ბავშვს ნაკლებად დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი

image

შფოთვა შიშს და ორჭოფობას ბადებს: მის მოშორებას ცისფერი ნივთებით შეძლებთ

image

შიში სასარგებლოა: სტრესი და პანიკა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება

image

ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ

image


0
72
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
72