საზოგადოება "ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე მაყუთების კეთების გარდა, არაფერი ისწავლეს."-რას წერს ქეთი დევდარიანი 2022, 30 ივლისი, 12:41 სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს განცხადებას, სადაც ეხმაურება გუშინ გუდაურში დატრიალებულ უბედურ შემთხვევას.მოგეხსენებათ, გუშინ გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა.30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.რაც შეეხება ქეთი დევდარიანის განცხადებას ამ დღესთან დაკავშირებით:"ტრაგედიები ყოველდღიურობად იქცა, მათ შორის იმიტომაც, რომ პასუხს ხან მედიას თხოვენ ამაზე, ხან სტიქიას, ხან ბედს, ხან მსხვერპლს, ხან იმით იმშვიდებენ თავს, რომ ასეთები ყველგან ხდება. კი, ყველგან ყველაფერი ხდება, მაგრამ ზოგან სწორი რეაქცია შემდგომი ტრაგედიის ალბათობას ძალიან ამცირებს და ზოგან კიდევ, (მაგ. ჩვენთან, ) გულისამრევი არაკომპეტენტურობისა და პოპულიზმის ნაზავი ამ ალბათობას ზრდის.
ხელისუფლების დებილი კოლექტიური სიფათი, ზედ ყალბი საქმიანობა რომ დასთამაშებს, ასეთ დროს განსაკუთრებით სასოწარმკვეთია.
მის არასწორ რეაქციასა და შემდეგ ტრაგედიას შორის ხალხი ისევ ვერ დაინახავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და ამიტომ გლოვის დღეების ოპერატიულად გამოცხადებისა და ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე მაყუთების კეთების გარდა,
არაფერი ისწავლეს და არც აპირებენ." 243 1-ს მოსწონს
|