x
image
ალექსანდრე ლექსო
ცნობილმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ ნაყინი გამოუშვა
კომპანია Porsche-მ წარმოადგინა ნაყინი ხუთი სხვადასხვა სპორტულ მანქანებზე გამოყენებული ბრენდირებული ემალის ფერებით.
Porsche ძალიან ამაყობს თავისი ფერების პალიტრით - მანქანის შეკვეთისას მყიდველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ 160 ინდივიდუალურ ფერს შორის. კომპანიამ აარჩია ხუთი ორიგინალური - ყველაზე "ჭამადი" - ფერი და გამოუშვა ასეთივე შეფერილობის ნაყინის შეზღუდული პარტია.
image

ნაყინის საწარმოებლად მოიწვიეს კომპანია Pretty Cool Ice Cream ჩიკაგოდან და პრეზენტაცია დაამთხვიეს აშშ-ში ნაყინის ეროვნულ დღეს. ნაყინის სახეობებს დაარქვეს პორშეს მანქანების ფერები - Mint Green, Strawberry Red, Macadamia Metallic, Frozen Berry Metallic, Lime Gold Metallic. ვარიაციები სიტყვა "მეტალიკით" დაფარულია მინანქრით, რომელიც ასახავს მანქანის პრიალა ძარას. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ გამოიყენება ჯანმრთელობისთვის უვნებელი საღებავები.
3.jpg

შეფუთვაზე გამოსახულია სხვადასხვა წლის სპორტული მანქანები. მაგალითად, Mint Green ნაყინზე წარმოდგენილია 964 სერიის Porsche 911, რომელიც შეიქმნა 80-იან წლებში. ხოლო Lime Gold Metallic ილუსტრირებულია თანამედროვე Porsche 718 Boxster-ით. პორშეს ნაყინი ასევე შეიცავს ნატურალურ მარწყვს, მოხალულ მაკადამიას და ჟოლოს.


image

სხვათა შორის, ამ გაზაფხულზე პორშემ მომხმარებლებს, რომლებსაც მანქანები ინდივიდუალური შეკვეთით სურთ, შესთავაზა 100-ზე მეტი ფერის არჩევანი. გერმანული ბრენდის ვებსაიტზე არსებულ კონფიგურატორში შესაძლებელი გახდა ყველა ფერის მანქანების სურათების ნახვა, რომლებიც შემოთავაზებულია ინდივიდუალური შეკვეთით. შერჩეული ფერის ავტომობილის ნახვა შესაძლებელია სხვადასხვა რაკურსით და სხვადასხვა გარემოში. ეს ფუნქცია ამოქმედდა Porsche ვებსაიტებზე. Porsche-ს გულშემატკივრები საათობით ატარებენ დროს კონფიგურატორში და თამაშობენ ფერებით.



image


ვისაც სურს მათი მანქანის ფერი სტანდარტულისგან განსხვავებული იყოს, ფერის შერჩევა 11, 430 აშშ დოლარი დაუჯდება, რაც სპორტული ავტომობილების სტანდარტების კვალობაზე ძვირი არ უნდა იყოს.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0