საზოგადოება "რაც მთავარია-ცოცხი გამოვუღე ერს-ვიპოვე და ჩავწერე...."-რას წერს ელისო კილაძე? 2022, 29 ივლისი, 15:37 ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით მის გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც რამდენიმეწლიანი მიღწევები აქვს ასახული მისი კარიერული (ჟურნალისტური) ცხოვრებიდან. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ირკვევა, ქვეყნის განვითარების გზაზე დიდი წვლილი მიუძღვის. მისი თქმით, მან ამხილა კორუმპირებული, ჯაშუში ხალხი, მათი სქემები. მან ასევე მოამზადა ფილმი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, სადაც, მისივე თქმით, ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. გთავაზობთ ელისო კილაძის სრულ განცხადებას: "რა გაგიკეთებიაო-მკითხა აქ ერთმა და ეტყობა, ცალკე სტატუსად უნდა დავწერო: 1. ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მაშინ დავიწყე, როცა ნაცებს ცოცხებით დასდევდა ხალხი ქუჩაში და ყავის დასალევად ვერ შედიოდნენ კაფეში 2. ვამხილე კახელების კარტელი 3. თანამდებობას ჩამოშორდნენ კორუმპირებული მინისტრები, პრემიერის ცოლის ნათესავები 4. ვამხილე პოლიტპატიმრების სიების და რუსი ჯაშუშების კორუფცია, გრიფით საიდუმლო მასალების რუსებისთვის გადაცემის არაერთი ფაქტი(ბესელიას დაუთბილეთ ფეხები კაათ) 5. ვამხილე და თანამდებობას ჩამოვაშორე ირაკლი შიხიაშვილი 6. კორუფციული სკანდალების გამო, რასაც ქრონიკა+-ის მთელი ტირაჟის შესყიდვა მოყვა, თანამდებობა დატოვა პრემიერ მინისტრმა 7. რამდენიმე წელი ვამხელდი გიორგი მღებრიშვილს და სოსო გოგაშვილს, რასაც მათი თანამდებობიდან წასვლა მოყვა(სხვები არ მახსოვხართ), დავასრულე ქვეყანაში ჩადებების მავნე პრაქტიკა! 8. ვამხილე კვირიკაშვილ ქუმსიშვილის კორუფციული სქემები და კასირები, 9. ყველა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მაქვს ჟურნალისტური გამოძიება, სკანდალი არ იგუგლება ქვეყანაში ქრონიკა+-ის გარეშე 10.გამოვაქვეყნე ბედუკაძის მიერ ნაწამები პატიმრების ჩვენებები 11.რაც მთავარია-ცოცხი გამოვუღე ერს-ვიპოვე და ჩავწერე მთავარი ფიგურანტი, რომელმაც მოყვა როგორ დაიდგა ცოცხების კადრები 12.ფილმი მოვამზადე მიშას ორ ბრალზე, სადაც უტყუარად დასტურდება რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია 13.ვამხილე ქოლცენტრების სრული სქემა(არა შერჩევით)და მივაღწიე იმას რომ ყველა ქოლცენტრი დახურულია. p.s.რაკი 13 ჩემი საყვარელი ციფრია, აქ შევჩერდები! ახლა გელოდებით-დაწერეთ ოპოზიციის კონკრეტული მიღწევები!" 403 1-ს მოსწონს
|