x
image
თორ ნიკე
Mediator image
დიმიტრი მედვედევი და ბარაქ ობამა უცხოპლანეტელების შესახებ
დიმიტრი მედვედევი უცხოპლანეტელების შესახებ


ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დიმიტრი მედვედევს, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს (2008-2012 წლებში) და პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა დაუსვა შემდეგი კითხვა: "ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრი რამ იცით, რას გვეტყვით ამის შესახებ - სტუმრობენ თუ არა უცხოპლანეტელები დედამიწას? რაზეც დიმიტრი მედვედევმა ასეთი პასუხი გასცა:

"გეტყვით პირველად და უკანასკნელად, როდესაც პრეზიდენტი ხდები, ატომური შეიარაღების კოდების ჩემოდანთან ერთად მოაქვთ სპეციალური ფაილი - მასზე წერია - უმაღლესი დონის საიდუმლო. და მასში წერია ყველაფერი, თუ ვინ სტუმრობს დედამიწას და როგორ. მასშია ინფორმაცია უცხოპლანეტელების შესახებ, რომლებიც აქ იყვნენ წარსულში და რომლებიც ახლაც გვსტუმრობენ. ამ ინფორმაციას ფლობს სპეციალური სააგენტო, რომელიც აკონტროლებს უცხოპლანეტელების გადაადგილებას ჩვენი ქვეყნის (რუსეთის) ტერიტორიაზე. სწორედ ეს ინფორმაცია მოაქვთ პრეზიდენტთან. უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ კი (საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდგომ) ეს ყველაფერი წარედგინება ახალ პრეზიდენტს."


დიმიტრი მედვედევი და ბარაქ ობამა უცხოპლანეტელების შესახებ



სწორედ ამ თემაზე ასევე ისაუბრა ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა - ბარაქ ობამამ 2021 წლის 18 მაისს. მან განაცხადა შემდეგი:

"არსებობს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი უამრავი ვიდეო და ფოტომასალა. ამ ობიექტების შესახებ დაზუსტებით ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ვადგენთ მხოლოდ იმას, თუ როგორ მოძრაობენ - როგორია მათი მოძრაობის ტრაექტორია. ეს არ არის მარტივად ასახსნელი ფენომენი. ადამიანები სერიოზულად ცდილობენ ახსნან, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე."





ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უკვე გასაჯაროვდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების 3 ავთენტური ვიდეო, სახელწოდებით: GIMBAL (გადაღებული 2004 წელს), FLIR1 (გადაღებული 2015 წელს) და GO FAST (გადაღებული 2015 წელს). სამივე აღნიშნული ვიდეო პენტაგონმა ოფიციალურად აღიარა, როგორც ნამდვილი, ავთენტური, გაუყალბებელი:





კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
298
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0