საზოგადოება "თქვენ რა გჭირთ "კოლეგებო"?!" - რას წერს დიკო ჯოჯუა ? 2022, 28 ივლისი, 15:30
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიკო ჯოჯუა მხარდაჭერას უცხადებს ასევე ჟურნალისტ ნატაშკა ჯახუტაშვილს.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ნატაშკა ჯახუტაშვილი განმარტავს, რომ ის უბრალოდ ეკითხებოდა ირაკლი კობახიძეს წინა დღით დავით არახამიას გამოსვლასთან დაკავშირებით, რამაც იგი გააღიზიანა და დაიწყო მისი ლანძღვა. მისი თქმით: „გუშინ წყობიდან გამოსული კობახიძე, როგორც ჩანს, აგრძელებს დღეს სიძულვილის ენით საუბარს და ისევ ზიზღის ენას აფრქვევს“. "ირაკლი კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა..." | ნატალი ჯახუტაშვილი ნატალი ჯახუტაშვილი ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრები ხშირად "თავს ესხმიან" კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება დიანა ჯოჯუას, იგი ასე ეხმაურება ამ ფაქტს: "უხამსობა, უზრდელობა და ისტერია, უკვე დიდი ხანია კობახიძის ნამდვილ სახედ იქცა. ამჯერადაც აჯობა საკუთარ თავს და ექსკლუზიური ფსკერი აქვს, საკუთარი. მაგრამ თქვენ რა გჭირთ "კოლეგებო"?! Natashka Jakhutashvili". 430 1-ს მოსწონს
|