x
image
ქეთეონე
"გულით მეცოდებით, აი ეს კაცი რომ გყავთ "გასაპრავებელი" - ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია?

image

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმდჯომარეს - ირაკლი კობახიძეს, რომელიც ასევე სოციალური ქსელის საშუალებით განმარტავს "ტვ პირველის" ჟურნალისტის ქცევას.



აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ე.წ "პავლიკამოროზოვობას" შეადარა.



გთავაზობთ ირაკლი კობახიძის სრულ "პოსტს", შემდგომში კი, ინგა გრიგოლიას გამოხმაურებას ამასთან დაკავშირებით.





"გუშინ "მთავარის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას "მთავარიდანაც" კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა.



ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია.



გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია.



მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა.




ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ."- დაწერა ირაკლი კობახიძემ.





image





ინგა გრიგოლია:



"პავლიკა მოროზოვიო ჩვენზე ამბობს, ეს მართლა პავლიკა მოროზოვი.


“ოცნებაში“ ზოგიერთებს ხომ ახლოს გიცნობთ და გულით მეცოდებით, აი ეს კაცი რომ გყავთ “გასაპრავებელი“ )))) რომ უნდა დაეთანხმოთ, ტაში დაუკრათ და ცალკე დაქირქილოთ და იძახოთ( როგორც ბევრჯერ გიქნიათ), რა ვქნა, გუნდის ნაწილი ვარ, თორემ ხომ იცი, მე ასე არ ვფიქრობ, ჯ ვარი მწერია კობახიძესავით ვფიქრობდეო.



მართლა პავლიკა მოროზოვია ეს."





image

0
241
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0