საზოგადოება "სერიოზული საშიშროების წინაშე დავდექით" - ანა დოლიძე 2022, 27 ივლისი, 16:37
ქართველი პოლიტიკოსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ფოტოს სიტყვებით: "რას ამბობს ხალხი".
გთავაზობთ ამონარიდს ფოტოდან, სადაც ნათქვამია, რომ აჭარაში რუსეთის მოქალაქეები მასიურად ყიდულობენ მიწებსა და ბინებს. "სერიოზული საშიშროების წინაშე დავდექით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მასიურად შემოსული რუსი მოქალაქეები ( ტურისტებს არ ეხება ) ომის გარეშე ოკუპაციას გვიკეთებენ.. აჭარაში მასიურად მიდის მიწების და ბინების შეძენა. იქიდან გამოვიქეცი. აღარ ისმის არც ქართული საუბარი და არც ქართული სიმღერა. სსრკ - ს დროსაც კი აფხაზეთში არ მინახავს ამდენი რუსი. საგანგაშო მდგომარეობაა. რუსულ გუბერნიას ვემსგავსებით". 249 1-ს მოსწონს
|