x
image
ქეთეონე
"უზრდელი, კრიმინალი, სექსისტი..."- ვისზე საუბრობს მარიამ გეგუჩაძე?

image


მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი მარიამ გეგუჩაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ინტერვიუს ირაკლი კობახიძისა, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართ.


ირაკლი კობახიძეს ასე ახასიათებს მარიამ გეგუჩაძე:


“ქალის სახე გაქვს დაკარგული”-ირაკლი კობახიძე.

ესეთი ადამიანები, საჯაროდ ვერ უნდა ბედავდნენ გამოჩენას. უზრდელი, კრიმინალი, სექსისტი და მართლა უსახოა.


“მაგრა უთხარი იკა” ეტყვიან ალბათ მისი პარტიის წევრები.

ნაგავში გადასაგდები ეს." - წერს იგი.

რაც შეეხება თავად ირაკლი კობახიძის ჩართვას, იგი ჟურნალისტებს ამგვარად ესაუბრებოდა:

"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქ პირი მართლა რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია.

სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე.

რაც შეეხება არახამიას. ეს კაცი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის.

რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციებს გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფერის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას.

არახამია არის ძალინ ბევრ რამეზე პასუხისმგებელე და მას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. მარტივად ვიტყვი არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.

უბრალოდ კაცი არ არის. არახამია არის არაკაცი.

КГБ-შნიკი არის მამათქვენი, КГБ-შნიკი მამათქვენია, მამათქვენი არის КГБ-შნიკი, ნუ კანკალებ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.


image
0
313
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0