x
image
ქეთეონე
"ცბიერი ადამიანია, ვისაც შეუძლია ყველა და ყველაფერი გამოიყენოს" - რას წერს დომენიკ მან

image

დომენიკ მანგო სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს ანი ყიფშიძეზე, გადაცემა "პრაიმ ჰაუსიდან".


დომენიკ მანგომ ფინალისტის გამოვლენამდე მის "ფეისბუქ" გვერდზე დადო ანი ყიფშიძის ფოტო, რომელსაც თან ურთავს ტექსტს.


მისი თქმით, ანი ყიფშიძემ მისი ცხოვრების განმავლობაში რთული გზა გაიარა.


ასევე, დომენიკ მანგოს თქმით, გიორგი ნაზღაიძე ცბიერი ადამიანია, რომელიც ყველასა და ყველაფერს გამოიყენებს გამარჯვებისათვის.



გთავაზობთ სრულად:


"ანი, შენ საყვარელო შენა. ბევრი რამე მოვისმინე შენს შესახებ, ვიცი რამდენი ეკლიანი გზები გაქვს გავლილი შენი შვილისთვის და ოჯახისთვის. ისიც ვიცი, რომ პროექტში ამ გზის ნახევარიც კი არ გაგიჟღერებია. ჩემგან იმსახურებ ძალიან დიდ პატივისცემას და მიმაჩნია, რომ ეს ის მომენტია, როდესაც ცხოვრებამ უნდა შემოაბრუნოს შენი მდგომარეობა და მოგცეს საპირწონედ ყველაფერი საპირისპირო იმისა, რაც ცხოვრებაში გამოიარე.


გულწრფელი გოგო ხარ და ვინ, თუ არა მე, ძალიან კარგად ვხვდები ამას.


ერთი, რომ პოზიტივს თესავ და მეორე, რომ შენი კონკურენტი ის ცბიერი ადამიანია, ვისაც შეუძლია ყველა და ყველაფერი, უკიდურეს პირადულობამდეც კი, გამოიყენოს საკუთარი გამარჯვებისთვის.


შენია ახლა ეს სცენა და შენ შეგეგებება ხალხი ოვაციებით - იმიტომ კი არა, რომ კარგად თამაშობ როლს პროექტში, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრების რთული როლები ითამაშე კარგად და გაზარდე ულამაზესი შვილი შენი წვალებით. შენ გაიმარჯვებ ამ პროექტში! იმსახურებ და იმიტომ"- წერს იგი.

0
471
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0