საზოგადოება "არც ისე მარტივია ჩემთან ბრძოლა" - რას წერს მეგი გოგიტიძე? 2022, 21 ივლისი, 12:18 მომღერალი მეგი გოგიტიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს მიმართვებს, სადაც ეხმაურება მის გარშემო საზოგადოების მხრიდან დატრიალებულ ნეგატიურ კომენტარებს.მოგეხსენებათ, მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს მართავს, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ცუდმა კომენტარებმაც არ დააყოვნა მომღერლის ყველა ვიდეოსა თუ ფოტოზე. საზოგადოება წერს, რომ მეგი გოგიტიძემ ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტი არ უნდა გამართოს. მათი თქმით, უმჯობესია, თუ მეგი გოგიტიძე მოსკოვშიც დარჩება კონცერტის გამართვის შემდეგ. მეგი გოგიტიძეს არაერთხელ გაუმართავს კონცერტი რუსეთში. ახლანდელ გადაწყვეტილებას კი, დიდი კრიტიკა მოჰყვა. მომღერალი სოციალურ ქსელში პირველ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. "მგონი კიდევ ვერ იაზრებთ ახლა რას დაეტაკეთ. დრო გაჩვენებთ თქვენ, ნამდვილ მოღალატეებს და ნამდვილ სამარცხვინო ადამიანებს. თქვენ არ გიცნობთ მე... და არც მინდა გიცნობდეთ... ამ ყველაფრის ნიშანს ღმერთი მოგვცემს. იყოს ნება ღვთისა. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.." - ამბობს მეგი გოგიტიძე ვიდეო მიმართვაში. მოსკოვში ჩასვლამდე, მეგი გოგიტიძეს კონცერტები ჰქონდა დაანონსებული ბათუმშიც, კლუბ "სექტორ 26-ში", თუმცა, მოგეხსენებათ, კლუბ "სექტორ 26-მა" მისი დაანონსებული კონცერტი გააუქმა. საზოგადოება კი, ამის და გამო მათ დიდ მადლობას უხდის.კლუბმა "ფეისბუქ" გვერდზე გააკეთა განცხადება, სადაც წერს:"24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მეგი გოგიტიძეს უნდა ემღერა, გაუქმდა!
ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ!
მადლობა..“
რაც შეეხება თავად მეგი გოგიტიძეს, იგი ამგვარ მიმართვებს ავრცელებს:"რეალობა..და მას ვერსად გავექცევით... არც ისე მარტივია მანდამაინც ჩემთან ბრძოლა.. შევხვდებით ბრძოლის ბოლოს..
მე აქ ვარ..და უფრო მეტად აქ ვიქნები ვიდრე თქვენ ფიქრობთ(ბუნებრივია, ეხება მათ, ვისაც ეკუთვნის) ვნახოთ რა შედეგი დადგება..იმ მთავარს..საათი ჩაირთო..ესეც ვიდეო კიდევ ახალი და ეხლა აქ გადმოინაცვლეთ ბოტებმაც და არაბოგებმაც..
აკომენტარეთ. ნუ იკვირვებთ ვისაც გბლოკავთ..ცენზურას ნუ დაარღვევთ და რაც გინდათ ის დაწერეთ..არ შეგეხებით..
“წლები გავა, მშვიდობით და ომებით..ღვთის სიმართლე ჩამოივლის მორებით და ის ხალხი დღეს ვინც მე ქვა მესროლა: გმირი ხარო მეტყვის განმეორებით.
არ დავეძებ არც ტალახს არც დიდებას, ღვთის სიტყვას კი დავატარებ სხივებად“.. მადლობა ახალი სიმღერის მოტივაციისთვის..მალე გამოუშვებ..აი ეს სიტყვები აუცილებლად თქვენს სიზმრებში მოვა.
p.s მგონი კიდევ ვერ იაზრებთ ეხლა რას დაეტაკეთ. დრო გაჩვენებთ თქვენ ნამდვილ მოღალატეებს და ნამდვილ სამარცხვინო ადამიანებს. თქვენ არ გიცნობთ მე..და არც მინდა გიცნობდეთ..ამ ყველაფრის ნიშანს ღმერთი მოგვცემს..იყოს ნება ღვთისა..მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის..ამინ"
143 1-ს მოსწონს
|