x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პატარა სააგარაკო სახლი ბორბლებზე – ნებისმიერს მოხიბლავს!

სტატიაში წარმოგიდგენთ ძალიან პატარა და მომხიბვლელ ნაგებობას სახელად Acorn. ეს პაწაწინა სახლი ბორბლებზე შექმნილია Backcountry Tiny Homes -ის მიერ ტრეილერის ორღერძიან მისაბმელზე, რომლის ფართი დაახლოებით 9 კვ.მ.-ია, თუმცა, შიგნით შესულებს სულ სხვა შეგრძნება დაგეუფლებათ.


imageAcorn პაწაწინა სახლია ბორბლებზე 9 კვ.მ. ფართის კომპაქტური ინტერიერით.


გარედან Acorn-ს კედრის კედლები აქვს შავი გოფრირებული ლითონით, ერთ–ერთ მათგანს კი მინიმალისტურ-აბსტრაქტული ფრესკა ამშვენებს – ორი შავი მთა თეთრი კონტურით. მეტალის გვერდები არაჩვეულებრივად ეხამება სახლის სახურავს და უწყვეტობის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი თეთრი შუშის კარით არის წარმოდგენილი. მის წინ გემბანის სტილის ვერანდაა, საკმარისად დიდი ორი დასაკეცი სკამის დასადგმელად.


imageერთ-ერთ კედელზე შავი ფერის მთების მინიმალისტური ფრესკაა თეთრი კონტურით.


imageსართულის შიდა გეგმა მოიცავს პირველადი საჭიროების ისეთ ელემენტებს, როგორიცაა მისაღები, საძინებელი და სამზარეულო.


Acorn-ის ფართი დაახლოებით 9 კვ.მ.-ს შეადგენს და ძალიან კომპაქტურია. შესვლისას პირდაპირ მისაღებ ოთახში აღმოჩნდებით, რომელიც ღამით საძინებლად გადაიქცევა – კარიდან მარცხნივ გასაშლელი დივანია ბევრი დეკორატიული ბალიშით უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. მის წინ კედელზე მიმაგრებული ჩამოსაკეცი მაგიდაა და ამასთან, კედლის ულამაზესი დეკორაცია – შავი მეტალის ნაძვის ხე კალათით და ელეგანტური თბილი განათებით, რომელიც უფრო მეტ მიმზიდველობასა და სიმყუდროვეს სძენს სივრცეს.


imageმისაღებ სივრცეში კომფორტული გასაშლელი დივანია, რომელის უკანა და მარჯვენა მხარეს დიდი ზომის ფანჯრებია, საიდანაც ბუნების ულამაზესი ხედით დატკბებით.


imageჭერის ქვემოთ, მთელს ოთახში ჩარჩოსებური სათავსოა გაკეთებული, ისეთი ნივთების დასაწყობად, რასაც ყოველდღიურად არ გამოიყენებთ.


დიდი ფანჯრების საშუალებით უფრო მეტი ბუნებრივი სინათლე შემოვა სახლში, რაც უფრო დიდი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის –Acorn და მისი კომპაქტური ინტერიერი ისეთი პატარა აღარ ჩანს, როგორიც რეალურადაა. მისაღების მომიჯნავედ პატარა სამზარეულოა. ამ ორ სივრცეს კი თაროებიანი კარადა ჰყოფს, მის წინ პატარა კომოდზე შეშის ღუმელია. სამზარეულო ზონას რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი აქვს, როგორიცაა პატარა მაცივარი დახლის ქვეშ, ნიჟარა და ასევე პატარა ელექტროქურა. სააბაზანოს ფართი იტევს მხოლოდ საშხაპეს, ტუალეტს და პატარა ჩამოსაკიდ კარადას მის ზემოთ.


imageმისაღებ ზონაში კედელი გაფორმებულია მინიმალისტური დეკორაციით – შავი მეტალის ნაძვის ხე თბილი განათებით.


imageდივნის მოპირდაპირედ, კედელზე ჩამოსაკეცი მაგიდაა დამაგრებული, რომელიც არაჩვეულებრივად ეხამება მეტალის კედლის დეკორაციას.


imageღამით, მისაღები საძინებლად გადაიქცევა მაგიდის ჩამოკეცვის და გასაშლელი დივნის დახმარებით.


imageდიდი ფანჯრები სახლს ბუნებრივი სინათლით ავსებს და ამასთან, ხედიც ფანტასტიურია.


imageმაღალი კარადა ღია თაროებით მისაღებ და სამზარეულო ზონებს ერთმანეთისგან ჰყოფს.


imageსამზარეულო ასევე კომპაქტურია – პატარა მაცივრით, ნიჟარით და ზედა სათავსოთი.


imageსააბაზანო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ განთავსდეს საშხაპე, ტუალეტი და პატარა თეთრი კარადა მის ზემოთ.


imageექსტერიერს რაც შეეხება, წარმოდგენილია გემბანის სტილის პატარა ვერანდით, რომელიც მაკავშირებელი ხიდივითაა ინტერიერსა და გარე სამყაროს შორის.


ასევე დაგაინტერესებთ:


თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები



ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად


ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად


როგორ ავაშენოთ პატარა სახლი იაფად და მოვაწყოთ კომფორტულად


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სტილის ბაღები და ეზოები - 45 საოცარი იდეა


საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0