x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122552
  • ვიდეო:355065
  • სურათი:494813
საქართველოს 5 ყველაზე მაღალი ტაძარი

საქართველოში 2005 წლის ენციკლოპედიური ცნობარის მიხედვით 138 მსხვილი ეკლესია-მონასტერია(რა თქმა უნდა ეს მონაცემი სრულყოფილი არაა და თავისთავად ამ სიაში არაა შეტანილი მცირე სამლოცველოები და საყდრები).სამების საკათედრო ტაძარი, რომ საქართველოში უდიდესია სიმაღლით და მსოფლიოს მართლმადიდებულ ტაძრებს შორის რიგით მესამე ადგილი უკავია ალბათ ბევრისთვის ცნობილია, თუმცა სამების გამოკლებით რომელი ტაძრებია ყველაზე მაღალი საქართველოში? მოდით გავიგოთ.


5)გელათის მონასტერი- XII საუკუნის უმნიშვლოვანესი არქიტექტურული ძეგლი, აშენებული დავით აღმაშენებელის მიერ ქუთაისი ჩრ.აღმოსავლეთით 11 კილომეტრზე.1994 წელს ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.ტაძრის სიმაღლე 35 მეტრია.

image


4) სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი-მდებარეობს მცხეთაში, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი-შედევრი.სვეტიცხოველი მთლიანი ფართობით ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. ტაძრის სიმაღლე 38 მეტრია.


image


3) ოშკი-X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვლოვანესი ისტორიული ძეგლი, ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით.აშენებული დავით III კურაპალატის და ბაგრატ ერისთავთერისთავის მიერ.ტაძარი მდებარეობს თურქეთში ერზერუმის პროვინციაში.საქართველოს და თურქეთის მთავრობის შეთანხმების საფუძველზე ოშკის რესტავრაცია ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაწყებულიყო.ტაძრის სიმაღლე 38, 5 მეტრია.

image


2) ბაგრატის ტაძარი-ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აშენებული მეფე ბაგრატ III-ის მიერ 1003 წელს, მდებარეობს ქუთაისში უქიმერიონის გორაზე.ბაგრატის ტაძრისთვის დამახასიათებელია დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, რაც მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს.

1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის ტაძართან ერთად შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

2003 წლიდან დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია, რომელიც რამდენიმე წელიწადი გაგრძელდა და დასრულდა საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქციის ფონზე.ტაძრის სიმაღლე 40 მეტრია, ხოლო ჯვრიანად 47 მეტრი.

image

1) ალავერდის ტაძარი- აიგო VI საუკუნეში იოსებ ალავერდელის თაოსნობით, მდებარეობს ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კილომეტრის დაშორებით.ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.2007 წელს ალავერდი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.ტაძრის სიმაღლე 50 მეტრია.

image


P.S-მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დასრულების შემდეგ, რომლის სიმაღლეც 52 მეტრია, სიმაღლით მეორე იქნება სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ.

image


4
3962
12-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3962
  
17 ივლისი, 10:55
სამწუხაროდ ბაგრატის ტაძარი ამოღებულია იუნესკოს მემკვიდრეობის ქსელიდან,იმ ჟიზოფრენიკმა სააკაშვილმა თანხის მოტეხვის მიზნით ჩაატარა"აღდგენითი" სამუშაოები და დააყენა ჰაერის ელექტრონული "გამაგრილებლები" რაც მიუღებელია ტაძრებისთვის რომლებიც ემსახურებიან ერთადერთ უფალს ამ ქვეყანაზე იესოს!!!
2018, 21 იანვარი, 21:08
4/5 დან ვარ ნამყოფიი და თან არა ერთხელ ^–^
2018, 20 იანვარი, 16:14
მახათას მთაზე ტაძარი 55 მეტრია ჯვრის გარეშე,ჯვარი 6 მეტრაა
2018, 20 იანვარი, 15:33
ზუგდიგის საკათედრო ახალი ტაძარიც ძალიან მაღალია და დამაინტერესე ხომ იცი!!!
0 1 4