არქიტექტურა არტემიდას ტაძარი-ვინ და რატომ გადაწვა იგი? (საინტერესო ცნობები) 2018, 17 იანვარი, 23:05
მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიზე მდებარე ეფესო ერთ დროს რეგიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი გახლდა. იმ დროისათვის, როდესაც არტემიდას ტაძარი, აშენდა, ეფესო მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო.
გადმოცემის თანახმად ნაგებობა თვალს ჭრიდა იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც სხვა ბერძნულ მონუმენტებსაც იცნობდნენ, აქედან გამომდინარე ტაძარი, სრულიად განსაკუთრებული და საოცარი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით ის დამპყრობლებმა გაძარცვეს, ხოლო როდესაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, საბოლოოდ დაანგრიეს.
ეფესო იმ დროისათვის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი იყო. წმინდა ადგილის გაძარცვას ვერავინ ბედავდა, ამიტომ ტაძარი ბანკის ფუნქციასაც ასრულებდა, რომელსაც მთავარი ღვთისმსახური მეთვალყურეობდა. ტაძრის არქეოლოგიურ გათხრების დროს ჩვენთვის ცნობილი პირველი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს, რაზეც ქალღმერთი არტემიდე იყო გამოსახული. მრავალი ადამიანი ტაძარს თავშესაფრად იყენებდა, სადაც ვერავინ დასჯიდა და ვერც დააპატმრებდა. ჯონ თართლ ვუდმა გათხრები 75 სხვადასხვა ადგილას განახორციელა, სანამ ტაძრის ადგილმდებარეობას აღმოაჩენდა. ასევე, დაგაინტერესებთ: ვინ და რატომ ააგო ფაროსის შუქურა? ვის გამო აშენდა დაკიდული ბაღები? საინტერესო ფაქტები ზევსის ქანდაკებაზე გიზას დიდი პირამიდის საიდუმლოებანი 2121 11-ს მოსწონს
|