x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125458
  • ვიდეო:355946
  • სურათი:498369
საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით

პატარა სახლები ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია, რადგან გაცილებით უფრო ვრცელი და ტევადია, ვიდრე ეს ციფრებით ფიქსირდება. მაგალითად, ეს პატარა ნაგებობა, დაპოროექტებული Mint Tiny homes -ის მიერ, სულ რაღაც 36 კვ.მ. მიუხედავად ამისა, აქ ყველაფერია, რაც ადამიანს სჭირდება სრულად ისიამოვნოს არდადეგებით ნებისმიერ ლოკაციაზე ან დასახლდეს მუდმივ, მისთვის სასურველ ადგილზე.


image


სახლის ექსტერიერს რაც შეეხება, გვერდები მოპირკეთებულია შავი ფერის ვიწრო ფიცრებით, რომელიც არაჩვეულებრივად ეხამება თხელ ლითონის სახურავს, რაც სახლს თანამედროვე იერს სძენს. პროექტში გამოყენებულია ფრანგული ფანჯრები უფრო მეტი სინათლისთვის და ასევე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ტენტი ეზოში ჩრდილისთვის და წვიმისგან დასაცავად.


image


შიგნით, შესასვლელი კარიდან პირდაპირ მისაღებში აღმოჩნდებით, რომელიც პატარაა, თუმცა, მყუდრო გაშლილი სივრცით. სახლის გარეთ გამოწეული ნაწილი (ორიდან ერთ-ერთი) საშუალებას იძლევა დივანი უკან გავწიოთ უფრო მეტი სივრცისთვის დასაჯდომად და ყავის მაგიდის დასადგმელად, იმ შემთხვევისთვის თუ სტუმრები შემოგივლიან. რაც შეეხება სახლის მეორე გამოსაწევ ნაწილს – ამით ფართოვდება ქვედა სართულის საძინებელი, სადაც შესაძლებელია კარადების განთავსება და საწოლის ირგვლივ თავისუფლად სიარული. ამას გარდა, მისაღებს ესაზღვრება სამზარეულო გაწყობილი ნაცრისფერი კარადებით და კვარცის დახლის ფილით. აქ დამონტაჟებულია ყველა, სამზარეულოსთვის მნიშვნელოვანი მოწყობილობა, როგორიცაა მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზქურა და გამწოვი. სამზარეულოს მეორე მხარეს ესაზღვრება საძინებელი ფრანგული ფანჯრებით. სახლის დარჩენილი ნაწილი უკავია სააბაზანოს და პატარა სხვენს მის ზემოთ, სადაც მისადგმელი კიბის მეშვეობით მოხვდებით. ყველა ეს წარმოდგენილი სივრცე ერთობლიობაში იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ განსაზღვრულად მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის ამ საოცარ პატარა სახლში.


imageორფრთიანი კარის გაღების შემდეგ პირდაპირ მისაღებში აღმოჩნდებით გახსნილი ინტერიერით.

imageინტერიერის პროექტის სქემა გრძელი და ვიწროა, სადაც ერთ ზოლზე განთავსებულია მისაღები, სამზარეულო, საძინებელი და სააბაზანო.


imageმისაღებ ოთახში გარეთ გასაწევი ნაწილი საშუალებას იძლევა უფრო მეტი სივრცე შეიქმნას ადამიანებისთვის და ავეჯისთვის.


imageინტერიერის ჭერის და კედლების ფერი თეთრია, რაც უფრო მეტი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის.


imageმისაღებ სივრცეს ერთი მხრიდან სამზარეულო ესაზღვრება, ხოლო მეორე მხრიდან – სააბაზანო და პატარა სხვენი.


imageსამზარეულოს საკმაოდ დიდი ფართი აქვს დათმობილი რამდენიმე კარადითა და პატარა სასაუზმო ბარით.


imageსამზარეულოს კვარცის დახლის ფილები და ნაცრისფერი კარადები ერთმანეთს არაჩვეულებრივად ავსებს და სახლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კუთხეს თანამედროვე სახეს აძლევს.


imageსამზარეულოს ე.წ. წინსაფარი ნიჟარარის უკანა მხარეს დამონტაჟებულმა დიდი ზომის ფანჯარამ ჩაანაცვლა.



imageსააბაზანოში აღმოაჩენთ საშხაპეს, პირსაბანს სათავსოთი, ტუალეტს და სივრცეს სარეცხის მანქანისა და საშრობისთვის.


imageსააბაზანოს ჭერზე ყავისფერი ძელებია აკრული, რაც თეთრი ფერის ინტერიერის უბრალოებას არღვევს.


ასევე დაგაინტერესებთ:


55 არაჩვეულებრივი იდეა ბაღის და ეზოს მოსაწყობად (ნაწილი II)


ბინა პრაქტიკული და გამძლე ინტერიერით – რემონტი და დიზაინი


45 ყველაზე კრეატიული თარო წიგნებისთვის


გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი 7 600 000 $?


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


0
281
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0