x
image
Lerato
ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად
image

გადასაზიდ კონტეინერში ცხოვრება სიახლეს მეტად აღარ წარმოადგენს, თუმცა, ვერ ვიტყვით რომ ბევრ ადამიანს გამოუცდია ეს. ისეთი ადგილები, როგორიცაა Green Creek Shipyard სთავაზობს საოცარ შესაძლებლობას სცადოს ცხოვრება კონტეინერებისგან აგებულ სახლში. სტატიაში წარმოდგენილი საცხოვრებელი გასაქირავებლად აშენდა.



image


ყველაფერი, რასაც ხედავთ შექმნილი და გაკეთებულია სამი დედმამიშვილის მიერ, ასე რომ, თქვენ ნამდვილად იგრძნობთ თავს თბილ და მყუდრო გარემოში. აქ აღმოაჩენთ მთელ რიგ სახასიათო შტრიხებს. სახლი დამზადებულია მეორადი 40 ფუტიანი გადასაზიდი კონტეინერისგან, რომელიც აღმოჩნდა, რომ საკმარისად დიდია იმისთვის, რომ განეთავსებინათ მისაღები და სასადილო ზონა, სამზარეულო, პატარა სააბაზანო და არა ერთი, არამედ ორი საძინებელი, ამას დამატებული სივრცე ღია ცის ქვეშ, რომელიც ამ ადგილს ნამდვილ სამოთხედ აქცევს.


imageმისაღები, სასადილო და სამზარეულ განთავსებულია ერთ ხაზზე სახლის ცენტრალურ ნაწილში.


image

პატარა სასადილო სივრცეში აღმოაჩენთ უხეში სტილის ხის მაგიდას თმის სარჭის ფორმის ფეხებით.


image

ორი საძინებელი, რომელსაც ყველაზე დიდი ადგილი უკავია სახლში, ერთი მეორის თავზეა განთავსებული სივრცის დაზოგვის მიზნით.



image

ორივე საძინებელში დიდი ზომის საწოლებია და იკავებს თითქმის მთელ სივრცეს ოთახში.


როგორც კი მთავარი შესასვლელის მინის კარს შეაღებთ, საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევით – თქვენს მარჯვნივ დაინახავთ მყუდრო მისაღებს ტყვის დივნით, მარცხნივ – ორიგინალურ მაგიდას და ყველანაირად აღჭურვილ სამზარეულოს, რომლის ბოლოს სააბაზანოა განთავსებული გასაგორებელი კარით. კონტეინერის მეორე ბოლოში კი – მყუდრო პატარა საძინებელია, რომლის თავზეც მეორე საძინებელია მოწყობილი, სადაც კიბეზე ასვლით მოხვდებით.


ამ ყველაფერთან შედარებით ღია ცის ქვეშ სივრცე, ძალიან ვრცელი და ღიაა, რაც სტუმრებს ნამდვილად უბიძგებს უფრო მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე, ისიამოვნონ ბუნების ულამაზესი ხედებით.


image

სააბაზანო საკმაოდ დიდია თანამედროვე ამაოებისთვის – ტუალეტის ზონა, პირსაბანი კარადით და საშხაპე.


image

საშხაპე განთავსებულია სააბაზანოს ერთ-ერთ კუთხეში შასასვლელ კართან.


image

გემბანის სტილის ღია სივრცეში აღმოაჩენთ თანამედროვე ჰიდრომასაჟის აბაზანას და ასევე ცეცხლის დასანთებ კერას კომფორტული სკამებით მის ირგვლივ.


image

გაცილებით უფრო მეტი ადგილია კონტეინერის თავზე, სადაც კომფორტულად მოწყობილი ტერასა და საუკეთესო ხედებია.


ასევე დაგაიტერესებთ:


როგორ ავაშენოთ პატარა სახლი იაფად და მოვაწყოთ კომფორტულად


ფანჩატურის მოწყობის 45 საოცარი იდეა


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


55 არაჩვეულებრივი იდეა ბაღის და ეზოს მოსაწყობად (ნაწილი II)


გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი 7 600 000 $?


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები








0
571
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0