x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ
image


გამოწვევები, რომელიც პატარა ბინის გარემონტებას ახლავს, ვერ ვიტყვით რომ მარტივია, თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ის რჩევები, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, საქმეს ნამდვილად გაგიმარტივებთ. თვალი გადაავლეთ ნიმუშებს, შესაძლოა თქვენი გემოვნებისა და მოთხოვნების შესაფერისი რამ შეარჩიოთ ან შთაგონება გეწვიოთ და საკუთარი იდეები განახორციელოთ.


  • დაამონტაჟეთ მინის გამყოფი


თუ განმარტოებას არავისგან აპირებთ, მაშინ ინტერიერს დაუმატეთ მინის გამყოფები, რომელიც დაგეხმარებათ ბინა სხვადასხვა ზონებად დაყოთ და ამავდროულად ოთახში უფრო მეტი ბუნებრივი სინათლე შემოვა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ბინების მოწყობისას. სწორედ ეს არის, რაც მინის დამყოფებს იდეალურ საშუალებად აქცევს ბინაში რამდენიმე ზონა გამოყოს სივრცისა და სინათლის შემცირების გარეშე.



imageimageimageimage

  • სრულად გამოიყენეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი სივრცე

იმის გამო რომ სივრცეში შეზღუდული ხართ, ეცადეთ საუკეთესოდ გამოიყენოთ ის.


imageimageimageimageimageimage

  • გამოიყენეთ მრავალფუნქციური ავეჯი


სრულიად ცხადია, რომ სტუდიოს ტიპის ბინა ერთდროულად ბევრ მიზანს ემსახურება, თუმცა არ არის საჭირო ეს მუდმივად თვალსაჩინო იყოს. ეცადეთ ისეთი ავეჯი შეარჩიოთ, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით მოგემსახურებათ. კედლის საწოლები, ასაკეცი მაგიდები და ნებისმიერი სახის ავეჯი, რომელიც იკეცება – იდეალური არჩევანია თქვენთვის. როცა ავეჯს ყიდულობთ, საკითხს უფრო კრეატიულად და ამავდროულად პრაგმატულადაც მიუდექით. ზოგჯერ მეტის გადახდა, უფრო მეტის მიღებას ნიშნავს. ასე რომ, ფინანსურად ნუ შეიზღუდავთ თავს ამ შემთხვევაში.


imageimageimageimageimage

  • ზედმეტად არ გადატვირთოთ ბინა


რადგან სივრცეში შეზღუდული ხართ, დარწმუნდით რომ მხოლოდ იმ ავეჯს აირჩევთ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის. არ გადატვირთოთ ბინა, რათა უფრო მყუდროდ და თავისუფლად იგრძნოთ თავი.



imageimageimageimage


  • გამოიყენეთ ხალიჩები


გარდა ფარდებისა და გამყოფებისა, ხალიჩაც ისეთი ელემენტია ინტერიერის დიზაინში, რომელსაც შეუძლია გამოკვეთოს სტილი და ფერი თქვენს სტუდიოს ტიპის ბინაში. შეძენისას დარწმუდით რომ ის ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული.


imageimageimageimageimage



  • გამოიყენეთ სხვადასხვა სტილის გამყოფები


ზემოთ უკვე ვახსენეთ ოთახის მინის გამყოფები. თუმცა, არ გვისაუბრია მათი სარგებელის შესახებ. მაგალითად, თაროების ფორმის გამყოფები შეგიძლიათ ნივთების დასაწყობად ან შესანახად გამოიყენოთ. ძალიან პრაქტიკულია და ამასთან, მეტი მზის სინათლე შემოდის ბინაში.


imageimageimageimage

  • გამოიყენეთ ჭკვიანი სათავსოები


ბევრი სივრცე არ გექნებათ ნივთების შესანახად, ასე რომ გონივრულად მიუდექით ამ საკითხს. სათავსო საწოლის ქვეშ აუცილებელია. დაუმატეთ კალათები მინის მაგიდის ქვეშ. კედელში ჩაშენებული კარადებიც კარგი ვარიანტია პატარა ბინისთვის.


imageimageimageimageimage



  • მიეცით სივრცეს სუნთქვის საშუალება


ნეიტრალური ფერების შერჩევით, ღია ფერის ფარდებით და ავეჯის მინიმალური რაოდენობით სივრცეს სუნთქვის საშუალებას მისცემთ. და სწორედ ესაა, რასაც ყველა ეძებს, როცა საქმე პატარა ბინებს ეხება. ნამდვილად არ გენდომებათ რომ ნივთები თავზე გეცემოდეთ ან თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ გქონდეთ.


imageimageimageimage


  • შექმენით ოპტიკური ილუზია


დიახ, ნამდვილად დაგჭირდებათ რამოდენიმე ხრიკი, რათა თქვენი ბინა უფრო დიდი გამოჩნდეს. შეგიძლიათ დაუმატოთ ჭერიდან იატაკამდე სიგრძის ფარდა ან სარკეები. ასევე, გამოიყენეთ სარკის გამყოფები, რაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ოთახს სხვადასხვა ზონებად დაყოფს და სივრცესაც არ შეამცირებს. ამავდროულად. არაჩვეულებრივი იდეაა სპეციალური კედლის დეკორი ან სულაც ფარდაგი.


imageimageimageimage

  • მიმართეთ მინიმალისტურ სტილს


პირველი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, როცა სტუდიოს ტიპის ბინის რემონტს იწყებთ, სტილის არჩევაა და ბოლომდე მიყოლაა. მინიმალისტური სტილი იდეალურია თქვენი პატარა სივრცისთვის. ასე რომ, ნამდვილად არ შეცდებით, თუ მას აირჩევთ.


imageimageimageimage


  • რაც შეიძლება ნაკლები ფერი გამოიყენეთ


მინიმალისტური სტილი თავისთავად გულისხმობს მინიმალურ ფერთა გამას. თავი აარიდეთ თამამ ფერებს, უფრო დიდი ფართის ბინისთვის შემოინახეთ. თქვენი პატარა სივრცისთვის უფრო მეტად შესაფერისია ნაზი, ნეიტრალური და დამამშვიდებელი ტონები.


imageimageimageimageimageimage


  • კარის ნაცვლად ფარდას მიანიჭეთ უპირატესობა


ალბათ შენიშნეთ, რომ სტუდიოს ტიპის ბინებში კარებები არ არის. მათ ნაცვლად გამოიყენეთ ფარდები ინტერიერის სტილისა და ფერის შესაბამისად. მერწმუნეთ, რომ საოცარ ატმოსფეროს შექმნით თქვენს პატარა საცხოვრებელ ბინაში


imageimageimageimage



ასევე დაგაინტერესებთ:


კონტეინერებისგან შექმნილი სახლი – ინტერიერი ისევე მოგხიბლავთ, როგორც ექსტერიერი


როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სტილის ბაღები და ეზოები - 45 საოცარი იდეა


პატარა სახლი, რომლის პრაქტიკული და კომფორტული ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ!


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


მისაღები ოთახი – 30 ორიგინალური იდეა რემონტამდე და რემონტის შემდეგ


45 ყველაზე კრეატიული თარო წიგნებისთვის

0
384
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0