x
მეტი
  • 28.11.2022
  • სტატია:123956
  • ვიდეო:355472
  • სურათი:496501
მისაღები ოთახი – 30 ორიგინალური იდეა რემონტამდე და რემონტის შემდეგ
image


მისაღები ოთახი ის ადგილია, სადაც სტუმრებს ვიღებთ და ვართობთ, ოჯახის წევრებთან ვურთიერთობთ – მათთან ერთად ფილმებს ვუყურებთ ან სამაგიდო თამაშებს ვთამაშობთ. ამ სივრცეს სახლში ყველაზე მეტად იყენებენ, შესაბამისად ყველაზე მეტად მოითხოვს, რომ გარემონტდეს და თქვენი გემოვნების და მოთხოვნების შესაფერისი იერი მიეცეს.


ნამდვილად მოიხიბლებით ქვემოთ მოცემული მისაღები ოთახების სახეცვლილებით. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, განსხვავება ნახოთ და შეაფასოთ ოთახები რემონტამდე და რემონტის შემდეგ. თუ უკვე გადაწყვიტეთ ინტერიერის შეცვლა, იმედს ვიტოვებთ, დახმარებას გაგიწევთ სტატიაში წარმოდგენილი ნიმუშებით იდეების განხორციელებაში.



1. თქვენ ნამდვილად ვერ იცნობთ ბუხარს, რადგან სრულად მოხდა მისი ტრანსფორმირება უფრო თანამედროვე სტილში – მოპირკეთდა შავი ფერის ფიქალის ფილებით, ჩაშენდა დასაჯდომი ადგილი ხავერდგადაკრული თეთრი ფერის მისაყუდებლით.

image


2. ერთ დროს უღიმღამო ოთახი უბრალოდ თეთრად შეღებეს, რამდენადაც ხედავთ, შედეგი ნამდვილად მშვენიერია – ნათელი ფერები უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს საცხოვრებელ სივრცეს.

image


3. მასიური ქვის ბუხარი ერთ დროს მისაღები ოთახის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენდა. თუმცა, ის შეიცვალა და უფრო თანამედროვე და მარტივი ფორმები შეიძინა. ნეიტრალური, ტყავის თეთრი ფერის რბილი ავეჯი და არაჩვეულებრივად განაწილებული განათება ელეგანტურ იერს აძლევს ინტერიერს.

image


4. ბუხრის ტრადიციული ხაზები დაბალანსებულია გეომეტრიული ფორმების მქონე ეკრანით. ზემოთ ჩამოკიდებული სარკე სქელი ჩარჩოთი უფრო თანამედროვე სახეს აძლევს ინტერიერს. ოთახის ტრანსფორმირება მოხდა, რომ მიეღოთ ე.წ. "მოკრძალებული ლუქსი".


image


5. მფლობელებს სურდათ რომ ფარშევანგის სურათს დაემშვენებინა მისაღები ოთახის კედელი. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინერმა ამაზე გააკეთა აქცენტი – ფერები ნახატიდან აიღო და დივანიც კი შეუხამა.

image


6. ბინის პატრონებს არ მოსწონდათ მისაღები ოთახის ფერი. დიზაინერმა ღია ტონები გამოიყენა კედლებისთვის, ავეჯი და სანათები არაჩვეულებრივად შეუხამა.

image


7. თავდაპირველად სივრცე დაყოფილი იყო პატარა ოთახებად, სადაც ნაკლები სინათლე იყო. რემონტის დროს კედლები გახსნეს, როგორც ფოტოდან ჩანს. შედეგად ოთახი უფრო განათდა. თეთრად შეღებილმა კედლებმა და კრეატიულმა ავეჯმა მისაღებ ოთახს ელეგანტურობა შესძინა.

image


8. მიუხედავად იმისა, რომ მისაღები საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა ადრე, მას მიმზიდველობა აკლდა. ამიტომაც მისი რემოდელირება გადაწყვიტეს – ეს დიდი ფართის მქონე ოთახი გაყვეს ორ დასაჯდომ ზონად. თეთრი ფერის ფანჯრები და თაღოვანი კარები განსაკუთრებულ ელფერს აძლევს სივრცეს.

image


9.ოთახში ყურადღებას იქცევდა ბუხარი, რომელიც 1938 წლით თარიღდება და ასევე დიდი ზომის სარკე. გარდა იმისა, რომ კედლები შეღებეს, ბუხარი შიგნიდან მოაპირკეთეს, გარედან კი თეთრად გადაღებეს, რის შედეგადაც უფრო თანამედროვე შტრიხები შეიძინა.

image


10. აშკარაა, რომ ბინის მფლობელი ნამდვილად გახარებული და კმაყოფილია მისაღები ოთახის სახეცვლილებით. უბრალოდ ნახეთ რა განსხვავებაა წინა სივრცესა და ახალს შორის – განსხვავებული სტილი და მშვენიერი ფერთა შეხამება.

image


11. ამ ოჯახში ორი აქტიური ცხოვრების მოყვარული ზრდასრული და ორი ბავშვი ცხოვრობს. ცხადი იყო, რომ საცხოვრებელი სივრცე ვერ აკმაყოფილებდა მათ ინტერესებს. ოჯახის წევრებს სურდათ უფრო თანამედროვე, თბილი, სიმშვიდის მომგვრელი გარემო ყოფილიყო მათ მისაღებ ოთახში. შესაბამისად ის გადაღებეს და თითქმის სრულად მოახდინეს მისი ტრანსფორმირება ავეჯის ჩათვლით.

image


12. ეს ნახევრად სარდაფის ტიპის ოთახია, სადაც ძველ გამოუსადეგარ ნივთებს ინახავდნენ. მფლობელებს სურდათ ისეთ ადგილად გადაექციათ, სადაც მთელი ოჯახი თავს მოიყრიდა და დროს სასიამოვნოდ გაატარებდა თბილ და კომფორტულ გარემოში. ამასთან, მათ უნდოდათ დიდი დივანი ყველასთვის – ბუხართან გასათბობად თუ ტელევიზორის საყურებლად. ცხადია, რომ მათი მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მისაღები ძალიან მყუდრო ადგილად გადაიქცა, სადაც მინი ბარსაც კი აღმოაჩენთ.

image


13.ქვემოთ მოცემულ ნიმუშში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჭერი თეთრად შეიღება, იატაკისთვის კი ხე გამოიყენეს. თუმცა, ბუხარს ნამდვილად ვერ იცნობთ – უფრო თანამედროვე სტილის გახდა. მისაღები საოცრად მიმზიდველად გამოიყურება; ამაში განსაკუთრებულ როლს ფრანგული ფანჯრები თამაშობს, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება და ბუნებრივი სინათლე შემოდის.

image


14. ოთახის დარჩენილი ნაწილი რომ ნახოთ, ის უფრო მეტად მოგეწონებათ. რაც შეეხება აღნიშნულ ზონას, კუთხეში მდგომი ნიჟარა ბარით ჩაანაცვლეს. მისაღები უფრო ნათელი გახდა მას შემდეგ რაც კედლები და ჭერი თეთრად შეღებეს. თანამედროვე სტილის ავეჯით გაწყობამ კი უფრო კომფორტულ ადგილად აქცია.

image


გთავაზობთ სხვა ცნობილი დიზაინერების ნამუშევრების ფოტოკოლაჟს

15.

image16.

imageimage17.
imageimage18.
imageimage19.
imageimage20.
imageimage21.
imageimage22.
imageimage23.
imageimage24.
imageimage25.
image26.
image27.
image28.
image29.

imageimage30.

imageimage


შთაგაგონათ ნანახმა? ზემოთ შემოთავაზებული რჩევების შემდეგ, ნამდვილად მოტივირებული იქნებით და სურვილი გაგიჩნდებათ საკუთარი მისაღები ოთახი სურვილისამებრ შეცვალოთ. ამასთან, თუ კრეატიულიც ხართ, შეუძლებელი არაფერია – განაახლეთ ავეჯი, შექმენით საკუთარი ხელით დეკორატიული ნივთები. მაგრამ თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთრ თავში, ინტერიერის დეკორატორს ან დიზაინერს მიმართეთ. შექმენით სასიამოვნო და მყუდრო გარემო თქვენს ირგვლივ!




ასევე დაგაინტერესებთ:


ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ხის მეორადი პალეტებით – 80 კრეატიული იდეა


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


მოზაიკა საკუთარი ხელით – 100 საოცრად ლამაზი ნიმუში (ნაწილი II)


45 საოცარი ოთახი ბავშვებისთვის – ინტერიერი და დიზაინი


საძინებლის მოწყობის 40 საოცრად კრეატიული იდეა. შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ფერი და სტილი


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


2
1807
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
1807
  
2018, 12 სექტემბერი, 12:41
მართლაც რომ საინტერესო იყო
2018, 12 სექტემბერი, 12:29
უკემენტაროდ იმდენად საინტერესოა...
0 1 2