x
image
ქეთეონე
"ია პირველი გარბის ხოლმე" - რას ამბობს მამა პეტრე კოლხი ია ფარულავაზე?

image






სამების ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კოლხი საუბრობს ტელეწამყვან - ია ფარულავასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ია ფარულავა მამა პეტრე კოლხმა ერთაწმინდაში მიიწვია.


"მოკრძალებული და ჰიპური. დღეს ვიყავი, საოცარი ადგილია და ძალიან საყვარელი პატარა ბაზილიკაა, უდიდესი ენერგიით დატვირთული ." – ასე ახასიათებს ია ფარულავა მამა პეტრეს ერთაწმინდის სახლს.


მეტიც, ია ფარულავამ მის "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო ტაძრისა, რომელსაც ურთავს ანგარიშის ნომერს და წერს:






"მეგობრებო გავერთიანდეთ სასხორის წმინდა გიორგის ეკლესიის გარშემო, რომელსაც სჭირდება აღდგენა…"


image





ია ფარულავას ეხმაურება თავად მამა პეტრე კოლხი, რომელიც წერს:




"მადლობა იას, გულისხმიერს და ერთგულ მეგობარს!.."





image






და იგი ასე ახასიათებს ია ფარულავას:





"მადლობა ჩემ მეგობრებს. ძალიან გამახარეს… ახლა ყველას სიტყვას და მხარში დგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს…




ორივე ძალიან დაუზარელი და ენერგიულია… კი ვეუბნებოდი, რომ ლამაზი, პატარა, მაგრამ საოცარი ძალის ტაძარია მეთქი, მაგრამ თვალით რომ ნახეს, უფრო დარწმუნდნენ…



ძალიან მოინდომეს, რომ მალე აღდგეს და განახლდეს… მალე ჩატარდეს წირვა-ლოცვა…



ია პირველი გარბის ხოლმე, თუ ვინმეს დახმარება დასჭირდა… თან სხვა ნიჭიც აქვს-ისე მოგანდონებს სიკეთის კეთებას, სხვასაც აიყოლიებს… მადლობა ყველაფრისათვის!.."




image

0
308
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0