საზოგადოება "მიწაზე დაგდებული რომ ყავდათ ჩემი შვილი ბორკილებით"- რას წერს ელისო კილაძე? 2022, 16 ივლისი, 15:43 ელისო კილაძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენას.მოგეხსენებათ, სუს-ის ყოფილი "მაღალჩინოსანი" სოსო გოგაშვილი გუშინ ღამით მის სახლშივე დააკავეს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე "პოსტს" აქვეყნებს მის "ფეისბუქ" გვერდზე ელისო კილაძე. გთავაზობთ მათ: "სოსო გოგაშვილი დაკავებულია ! თემურლანის სამართალი ურმით მაგრამ მაინც მოვიდა !!! მიწაზე დაგდებული რომ ყავდათ ჩემი შვილი ბორკილებით, ფოტო გადაუღეს და გოგაშვილს ჩაუგდეს !!! #ანგარიშიგასწორებულია. ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ნაცები გოგაშვილის ძალის გამოყენებით დაკავებას აპროტესტებენ. სპეცრაზმი რა საჭირო იყოო. ყოფილი ძალოვანი, დაცვა, იარაღი-იყო თუ არა საფრთხე რომ დაკავებისას წინააღმდეგობა გაეწია?! ვინმე რომ მომკვდარიყო მაშინაც ასე იჭიკჭიკებდით? პაზორნი ტიპი პაზორნად დაიჭირეს. გაეღო კარები, რას გამოიკეტა ოთახში, ღირსეულად ჩაბარებულიყო, მაგრამ ყასაბი არის ყასაბი ... გოგაშვილის გუშინდელი სტატუსი არჩევნების გაყალბების სქემებზე, არის პოლიტიკური სპეკულაცია. ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა გასული წლის ოქტომბერში, მას მერე გოგაშვილი იჯდა არაერთ ეთერში და არც ერთხელ არჩევნების გაყალბება არ უხსენებია, თავსაც იწონებდა სახალხო პარტიის შედეგებით. არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ პირი გაყალბების ფაქტებს ფლობს და არ ამხელს, დანაშაულს ფარავს(ესეც ახალი ბრალი) რომელ საელჩოებს გადასცა ფაქტები?-სასამართლო პროცესზე მოგვახსენოს დიდმა"ჩეკისტმა". სსკ-ის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი: მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა სოსო გოგაშვილი ამ გამოძიების ფარგლებშია დაკავებული. ჩემის მხრივ დავამატებ იმასაც რომ გოგაშვილის დაკავების მერე უნდა დაკითხონ მისი მეუღლე თია მარტყოფლიშვილი, ნინო ჯღარკავა, ირაკლი ზაქარეიშვილი, ლაშა ნადარეიშვილი, დავით ახრახაძე, გელა ზედელაშვილი, მალხაზ თოფურია. გოგაშვილის მიწოდებულ არაერთ მსგავს ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის ჩემზე. წაშლილი სტატუსები და გამიჯვნები ვერ უშველით, ვერც სუსის ვანელების კლანის ქება და ვერც ბორდელების კრიშები თანამდებობებზე. ნაცებს რა გიხარიათ? დავუშვათ და დადო გოგაშვილმა არჩევნების გაყალბების ფაქტები, რომელსაც ამდენ ხანს თურმე მალავდა, რას იზამთ დატოვებთ პარლამენტს და საკრებულოებს?! ჩვენ წელიწადია მაგას გიმტკიცებთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერ აგაწიწკნეთ სკამებს მერე?! რაო? ანტრიკოტას ცოლი მე მაბრალებს მისი ქმრის დაკავებას? და ვინ უარყოფს რო? როდის დავმალე? საჯაროდ არ ვწერდი?! 2017 წლის 13 მარტამდე, ვამხელდი, 13 მარტის მერე არ ყოფილა არ ერთი დღე, საათი და წუთი, რომ მის პასუხისმგებლობაზე არ მეფიქრა და მემოქმედა #თემირლანისთვის #მამაგიორგისთვის #ჩემიდათოსთვის 120 გათენებული ღამისთვის და უამრავი სხვა სიბინძურის გამო ! #დიახ. " - წერს ელისო კილაძე. 402 1-ს მოსწონს
|